მოსკოვის "დინამოს" მცველმა ალექსანდრ ბიუტნერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებაზე ისაუბრა.
"ჩემივე ინიციატივით გადავედი. მგონია, საკუთარი თამაშით ერთი შანსი მაინც დავიმსახურე ნაკრებში, მაგრამ ლუი ვან გალმა ის არ მომცა. ნათელი იყო, რომ მას არ ჰქონდა ჩემი იმედი "მანჩესტერ იუნაიტედში".
"ამასთან ერთად, არ არის იმის მიზეზები, რომ ლუი ვან გალი ცუდი მწვრთნელია. სულაც არა, მან იცის თავისი საქმე. მე არ ვიცოდი, რომ აქ ყველაფერი ასე კარგად იქნებოდა. ლამაზი ქალაქი კარგი რესტორნებით და მეგობრული ხალხით. აღმოჩნდა, მე ბევრ თანაგუნდელს ვიცნობ "დინამოდან". ვთამაშობდი მათ წინააღმდეგ ჰოლანდიის ჩემპიონატში",-განაცხადა ბიუტნერმა.