"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეა მადრიდის "რეალის" წინადადებას დათანხმდა – ირწმუნება ესპანური ტელევიზიის, "La Sexta"–ს ჟურნალისტი ჟოზეფ პედრეროლი.
დე ხეა, რომლის ანგარიშზეც 10 მშრალი მატჩია მიმდინარე სეზონში, "წითელ ეშმაკებს" 2011 წელს შეუერთდა მადრიდის "ატლეტიკოდან" და მას შემდეგ საგრძნობი პროგრესი განიცადა.
დღესდღეობით ახალგაზრდა კარის დარაჯი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე საიმედო მეკარე და "იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.
ესპანელი მეკარის საოცარმა ფორმამ მადრიდელთა ყურადღებაც მიიპყრო. "Mirror"–ის ცნობით დე ხეას კასილასის ღირსეულ შემცვლელად მოიაზრებენ.
"დავიდ დე ხეა მადრიდელთა წინადადებას დათანხმდა" – აცხადებს პედრეროლი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს, მომდევნო სეზონში მადრიდელთა მაისურის მორგება სურს. კლუბი ყველანაირად ცდილობს ესპანელის შენარჩუნებას, თუმცა ყველაფერი დე ხეაზეა დამოკიდებული."
"ნათელია, რომ დე ხეას მადრიდის "რეალის" მეკარეობა სურს."
"ერთადერთი, რამაც შესაძლოა დე ხეას გადაწყვეტილება შეცვალოს იკერ კასილასის მომავალია, თუმცა არც ეს არის ხანგძლივი დაბრკოლება."
შეგახსენებთ, რომ დე ხეას კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს იწურება. ესპანური გამოცემების თანახმად კი, შესაძლოა 24 წლის ესპანელის მადრიდში გადაბარგების ერთ-ერთი მთავარი მეზეზი, ვან გაალთან მისი ცუდი ურთიერთობაც გახდეს.