ლონდონელთა თამაშის ტაქტიკური პრევიუ.
მასალა მომზადებულია ლუი ვან გაალის პრეს-კონფერენციამდე, რომელზეც რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელის შესახებ გახდა ცნობილი.
"ჩელსის" ტაქტიკური სქემაშემადგენლობა, რომელსაც სავარაუდოდ ჟოზე მოურინიო აირჩევს:
შესაძლო ვარიანტები:
1. საყრდენთა წყვილის გამოსვლა - მატიჩი-რამირესი - მაშინ ფაბრეგასი ოსკარის ნაცვლად ითამაშებს.
2. რამირესი ვილიანის ნაცვლად და საყრდენად მატიჩი-ზუმას წყვილი ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიო 4-2-3-1 სქემას ამჯობინებს, სადაც არის:
* შემტევი ნახევარმცველების სახასიათოდ მაღალი მობილურობა, რაც პოზიციების ცვლილებაში გამოისახება (იცვლიან ფლანგებს; ოსკარი ფლანგზე იწევს, ვილიანი კი ცენტრში) ან ბურთის ზონაში რიცხობრივი უპირატესობა (ვილიანი და აზარი ერთ ფლანგზე იწევენ)
* "შრომის განაწილება" საყრდენ ნახევარმცველებს შორის: ფაბრეგასი აქტიურად მონაწილეობს შეტევით მოქმედებებში, მატიჩი დაზღვევაზე და შეტევის ფლანგის შეცვლაზე აგებს პასუხს. რამირესი-მატიჩის წყვილში პირველი მათგანი ფაბრეგასის მანევრის მსგავსად მოქმედებს.
შესაძლოა ბოლო 10-15 წუთში 4-4-2 სქემაზე გადასვლაც, თუ გუნდს შედეგი არ აწყობს. საბოლოოდ კი ფორვარდებზე გრძელი გადაცემების რაოდენობა გაიზრდება, რათა ბურთი შეტევაში გადავიდეს.
თავდასხმა1. "ჩელსი" შემტევ თამაშს ფლანგებიდან აწარმოებს. გუნდი ერთ-ერთ ფლანგზე რიცხობრივ უპირატესობას ფლანგის მცველის ჩართვის, ფაბრეგასის ან ოსკარის ჩართვის, ფლანგის სიახლოვეს შორეული ფლანგის ნახევარმცველის ან თავდამსხმელის შეწევის ხარჯზე ახერხებს. ხანდახან გუნდი ფლანგზე 4 ან 5 ფეხბურთელის კოალიციასაც ქმნის. ასეთი ურთიერთქმედების შედეგად საჯარიმოში ხორციელდება გამჭოლი პასი (მოწინააღმდეგის ფლანგისა და ცენტრალური მცველის ზონიდან).
"ჩელსი" შეტევის უმრავლესობას მარცხენა ფლანგიდან აწარმოებს. "იუნაიტედი" 4-3-3 სქემით თამაშობს, სადაც მეტ-ნაკლებად დაუცველია ფლანგები, მარჯვენა ფლანგზე კი თამაშობს მატა, რომლისთვის დაცვაში თამაში "აქილევსის ქუსლია". შედეგად, "იუნაიტედი", ალბათ, პრობლემებს სწორედ ამ ფლანგზე უნდა წააწყდეს. აი "სიტის" წინააღმდეგ გამართულ ბოლო შეხვედრაში გოლი მარჯვენა ფლანგიდან შეტევის წარმოების შემდეგ გავიდა. დაცვაში გადაცემები ჰგავს გადაცემებს, რომელსაც "ჩელსი" შეტევის დასრულებისას იყენებს.
2. გვარდიოლას თქმით, "გუნდური სპორტის სახეობების საიდუმლო იმაშია, რომ ერთი ფლანგი უნდა დატვირთო, რათა მოწინააღმდეგეს იქ ასვლა აიძულო, რაც მეორე ფლანგს შეასუსტებს. როგორც კი ამას გააკეთებს, სუსტი ფლანგიდან ვუტევთ". ლონდონელების მიერ მარცხენა ფლანგის დატვირთვა მეორე ფლანგის შესუსტებას გაიძულებს. "ჩელსი" სწრაფად და ეფექტურად იცვლის შეტევის ფლანგებს, ძირითადად მატიჩის გავლით. ამასთან ერთად, არანაკლებ სახიფათოა ივანოვიჩზე გადაცემები, რომელსაც შეუძლია საჯარიმოში გაკეთებულ გადაცემასაც გამოეხმაუროს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იანგის ყურადღებაზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გადაეწყობა დაცვა მცველების ხაზში კომპაქტურობის დაკარგვის გარეშე.
3. "ჩელსი" სახიფათოა სტანდარტების დროს (14 გატანილი გოლი), ხოლო "იუნაიტედის" თითქმის ყოველი მესამე გოლი მოწინააღმდეგის ჯარიმის ან კუთხურის შემდეგ გადის. ვან გაალი ამტკიცებს, რომ ძალიან ყურადღებით ეკიდება სტანდარტულ მდგომარეობას - "შეიძლება კარგად თამაშობდეთ, მაგრამ ერთი სტანდარტის გამო წააგოთ", - მაგრამ პირველი წრის მატჩში უცნაური იყო იმის ხილვა, როგორ ცდილობდა რაფაელი დროგბასთან ჭიდილს. საბოლოოდ ამას გაშვებული გოლი მოჰყვა.
4. დიეგო კოშტას არ ყოფნაში "ჩელსის" სწრაფი შეტევები ნაკლებად ეფექტურია - იშვიათად სრულდება კარში დარტყმით. გარდა ამისა, "იუნაიტედი" ყველაზე უკეთ სწრაფ შეტევებს ანეიტრალებს კომპაქტურობის ხარჯზე.
თავდაცვა1. დაცვის დროს "ჩელსი" 4-2-2 სქემაზე გადადის. მოურინიოს პოსტულატების თანახმად, მისი ფეხბურთელები მოწინააღმდეგის შეტევას საკუთარ ნახევარზე ხვდებიან (განსაკუთრებით ტოპ-კლუბების წინააღმდეგ). პირველი წრის მატჩში ლონდონელები ძალიან მაღლა აწარმოებდნენ პრესინგს, მაგრამ ახლანდელ სიტუაციაში, როცა "იუნაიტედი" წარმატებით იყენებს გრძელ პასებს შეტევაში გადასასვლელად, ჩემი აზრით, მოურინიო არ გარისკავს ამ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ ვიწინასწარმეტყველებ, რომ "ჩელსი" ძირითად ყურადღებას ცენტრის კომპაქტურობას მიაპყრობს. შედეგად, "იუნაიტედს" საშუალება ექნება შეტევა საყრდენ ნახევარდაცვაში მყოფი ფეხბურთელის ხარჯზე გააგრძელოს და ძალიან ნაკლები რაოდენობით იქნება გამოყენებული გრძელი გადაცემები.
2. ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, თამაშის ძირითადი მოვლენები შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოხდება. აზარი უშედეგოდ მოქმედებს გუნდის დაცვით ფუნქციებში. მატიჩი იწევს ფლანგზე ფლანგთან მის დასაზღვევად. მაგრამ აქ "იუნაიტედს" შეუძლია თავისთვის ორმაგი არჩევანი შექმნას. ცნობილია, რომ მატა ამჯობინებს საყრდენ ზონაში გახსნას ფლანგიდან შეწევის საშუალებით. შესაბამისად, მისმა სისწრაფემ მატიჩი შესაძლოა არჩევანამდე მიიყვანოს: მისცეს ვალენსიას ფლანგზე ბურთის მიღების საშუალება, რათა ერთი ერთზე ასპილიკუეტა მოატყუოს, ან დატოვოს თავისუფალი მატა ცენტრში საჯარიმოს წინ. შემდეგ სავარაუდოა ფლანგზე გადასვლა, ვალენსიას ჩაწოდება და ფელაინის შერბენა საჯარიმოში, ან გამამწვავებელი პასი მატასგან, თუ ბურთს საყრდენ ზონაში მიიღებს. კართან სახიფათო მომენტები ასევე ფლანგიდან უკან გაკეთებული პასის შემდეგ იქმნება: "ჩელსი" ხშირად ტოვებს თავისუფალ ზონებს საჯარიმოში 11-მეტრიანი ნიშნულის წინ.
ავტორი: პიოტრ ჩულკოვი