თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2015, 08:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2093,
კომენტარები: 15
"ჩელსი" - ტაქტიკური პრევიუ
ლონდონელთა თამაშის ტაქტიკური პრევიუ.
მასალა მომზადებულია ლუი ვან გაალის პრეს-კონფერენციამდე, რომელზეც რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელის შესახებ გახდა ცნობილი.

"ჩელსის" ტაქტიკური სქემა

შემადგენლობა, რომელსაც სავარაუდოდ ჟოზე მოურინიო აირჩევს:

"ჩელსი" - ტაქტიკური პრევიუ


შესაძლო ვარიანტები:

1. საყრდენთა წყვილის გამოსვლა - მატიჩი-რამირესი - მაშინ ფაბრეგასი ოსკარის ნაცვლად ითამაშებს.

2. რამირესი ვილიანის ნაცვლად და საყრდენად მატიჩი-ზუმას წყვილი ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიო 4-2-3-1 სქემას ამჯობინებს, სადაც არის:

* შემტევი ნახევარმცველების სახასიათოდ მაღალი მობილურობა, რაც პოზიციების ცვლილებაში გამოისახება (იცვლიან ფლანგებს; ოსკარი ფლანგზე იწევს, ვილიანი კი ცენტრში) ან ბურთის ზონაში რიცხობრივი უპირატესობა (ვილიანი და აზარი ერთ ფლანგზე იწევენ)

* "შრომის განაწილება" საყრდენ ნახევარმცველებს შორის: ფაბრეგასი აქტიურად მონაწილეობს შეტევით მოქმედებებში, მატიჩი დაზღვევაზე და შეტევის ფლანგის შეცვლაზე აგებს პასუხს. რამირესი-მატიჩის წყვილში პირველი მათგანი ფაბრეგასის მანევრის მსგავსად მოქმედებს.

შესაძლოა ბოლო 10-15 წუთში 4-4-2 სქემაზე გადასვლაც, თუ გუნდს შედეგი არ აწყობს. საბოლოოდ კი ფორვარდებზე გრძელი გადაცემების რაოდენობა გაიზრდება, რათა ბურთი შეტევაში გადავიდეს.

თავდასხმა

1. "ჩელსი" შემტევ თამაშს ფლანგებიდან აწარმოებს. გუნდი ერთ-ერთ ფლანგზე რიცხობრივ უპირატესობას ფლანგის მცველის ჩართვის, ფაბრეგასის ან ოსკარის ჩართვის, ფლანგის სიახლოვეს შორეული ფლანგის ნახევარმცველის ან თავდამსხმელის შეწევის ხარჯზე ახერხებს. ხანდახან გუნდი ფლანგზე 4 ან 5 ფეხბურთელის კოალიციასაც ქმნის. ასეთი ურთიერთქმედების შედეგად საჯარიმოში ხორციელდება გამჭოლი პასი (მოწინააღმდეგის ფლანგისა და ცენტრალური მცველის ზონიდან).

"ჩელსი" - ტაქტიკური პრევიუ


"ჩელსი" შეტევის უმრავლესობას მარცხენა ფლანგიდან აწარმოებს. "იუნაიტედი" 4-3-3 სქემით თამაშობს, სადაც მეტ-ნაკლებად დაუცველია ფლანგები, მარჯვენა ფლანგზე კი თამაშობს მატა, რომლისთვის დაცვაში თამაში "აქილევსის ქუსლია". შედეგად, "იუნაიტედი", ალბათ, პრობლემებს სწორედ ამ ფლანგზე უნდა წააწყდეს. აი "სიტის" წინააღმდეგ გამართულ ბოლო შეხვედრაში გოლი მარჯვენა ფლანგიდან შეტევის წარმოების შემდეგ გავიდა. დაცვაში გადაცემები ჰგავს გადაცემებს, რომელსაც "ჩელსი" შეტევის დასრულებისას იყენებს.

2. გვარდიოლას თქმით, "გუნდური სპორტის სახეობების საიდუმლო იმაშია, რომ ერთი ფლანგი უნდა დატვირთო, რათა მოწინააღმდეგეს იქ ასვლა აიძულო, რაც მეორე ფლანგს შეასუსტებს. როგორც კი ამას გააკეთებს, სუსტი ფლანგიდან ვუტევთ". ლონდონელების მიერ მარცხენა ფლანგის დატვირთვა მეორე ფლანგის შესუსტებას გაიძულებს. "ჩელსი" სწრაფად და ეფექტურად იცვლის შეტევის ფლანგებს, ძირითადად მატიჩის გავლით. ამასთან ერთად, არანაკლებ სახიფათოა ივანოვიჩზე გადაცემები, რომელსაც შეუძლია საჯარიმოში გაკეთებულ გადაცემასაც გამოეხმაუროს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იანგის ყურადღებაზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გადაეწყობა დაცვა მცველების ხაზში კომპაქტურობის დაკარგვის გარეშე.

3. "ჩელსი" სახიფათოა სტანდარტების დროს (14 გატანილი გოლი), ხოლო "იუნაიტედის" თითქმის ყოველი მესამე გოლი მოწინააღმდეგის ჯარიმის ან კუთხურის შემდეგ გადის. ვან გაალი ამტკიცებს, რომ ძალიან ყურადღებით ეკიდება სტანდარტულ მდგომარეობას - "შეიძლება კარგად თამაშობდეთ, მაგრამ ერთი სტანდარტის გამო წააგოთ", - მაგრამ პირველი წრის მატჩში უცნაური იყო იმის ხილვა, როგორ ცდილობდა რაფაელი დროგბასთან ჭიდილს. საბოლოოდ ამას გაშვებული გოლი მოჰყვა.

4. დიეგო კოშტას არ ყოფნაში "ჩელსის" სწრაფი შეტევები ნაკლებად ეფექტურია - იშვიათად სრულდება კარში დარტყმით. გარდა ამისა, "იუნაიტედი" ყველაზე უკეთ სწრაფ შეტევებს ანეიტრალებს კომპაქტურობის ხარჯზე.

თავდაცვა

1. დაცვის დროს "ჩელსი" 4-2-2 სქემაზე გადადის. მოურინიოს პოსტულატების თანახმად, მისი ფეხბურთელები მოწინააღმდეგის შეტევას საკუთარ ნახევარზე ხვდებიან (განსაკუთრებით ტოპ-კლუბების წინააღმდეგ). პირველი წრის მატჩში ლონდონელები ძალიან მაღლა აწარმოებდნენ პრესინგს, მაგრამ ახლანდელ სიტუაციაში, როცა "იუნაიტედი" წარმატებით იყენებს გრძელ პასებს შეტევაში გადასასვლელად, ჩემი აზრით, მოურინიო არ გარისკავს ამ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ ვიწინასწარმეტყველებ, რომ "ჩელსი" ძირითად ყურადღებას ცენტრის კომპაქტურობას მიაპყრობს. შედეგად, "იუნაიტედს" საშუალება ექნება შეტევა საყრდენ ნახევარდაცვაში მყოფი ფეხბურთელის ხარჯზე გააგრძელოს და ძალიან ნაკლები რაოდენობით იქნება გამოყენებული გრძელი გადაცემები.

"ჩელსი" - ტაქტიკური პრევიუ


2. ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, თამაშის ძირითადი მოვლენები შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოხდება. აზარი უშედეგოდ მოქმედებს გუნდის დაცვით ფუნქციებში. მატიჩი იწევს ფლანგზე ფლანგთან მის დასაზღვევად. მაგრამ აქ "იუნაიტედს" შეუძლია თავისთვის ორმაგი არჩევანი შექმნას. ცნობილია, რომ მატა ამჯობინებს საყრდენ ზონაში გახსნას ფლანგიდან შეწევის საშუალებით. შესაბამისად, მისმა სისწრაფემ მატიჩი შესაძლოა არჩევანამდე მიიყვანოს: მისცეს ვალენსიას ფლანგზე ბურთის მიღების საშუალება, რათა ერთი ერთზე ასპილიკუეტა მოატყუოს, ან დატოვოს თავისუფალი მატა ცენტრში საჯარიმოს წინ. შემდეგ სავარაუდოა ფლანგზე გადასვლა, ვალენსიას ჩაწოდება და ფელაინის შერბენა საჯარიმოში, ან გამამწვავებელი პასი მატასგან, თუ ბურთს საყრდენ ზონაში მიიღებს. კართან სახიფათო მომენტები ასევე ფლანგიდან უკან გაკეთებული პასის შემდეგ იქმნება: "ჩელსი" ხშირად ტოვებს თავისუფალ ზონებს საჯარიმოში 11-მეტრიანი ნიშნულის წინ.

ავტორი: პიოტრ ჩულკოვი
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Pazu21
18 აპრილი 2015 08:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
saintereso statia, carickisis adgils vin daikavebs gamocanad rcheba, dacvashic met-naklebi problemebi gvaq, ase rom vnaxot ras shemogvtavazebs lui. meore taimshi minda pereira atamasios, miuxedavad gamoucdelobisa
0
№2
ავტორი: RojoDiablo
18 აპრილი 2015 09:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Pazu21,
კერიკის ადგილს სავარაუდოდ რუნი დაიკავებს, თითქმის არც არის სხვა ვარიანტი, თუ, რა თქმა უნდა, ერთი საყრდენით თამაშს არ აპირებს. არის კიდევ ფელაინის დაყენების საშუალება, მაგრამ ეს უშედეგო და უპირატესობის დამკარგველი ქმედება იქნებოდა. ფელა კარგია წინ და ეს ჩანს. ცენტრში კი ჯარიმის აღების მეტს ვერაფერს გააკეთებს და თანაც სად შეუძლია მას მატჩის კონტროლი. პერეირა კი ვერანაირად ვერ გამოვა, რადგან 20-წლამდელთა ნაკრებშია წასული.

აქ როგორც ითქვა, ჩელსი ძირითადად მარჯვნიდან შეუტევსო, მაგრამ მაშინ ტრავმების შესახებ არ იცოდა ავტორმა. ახლა მოურინიოს გეგმები ალბათ სრულიად შეიცვალა. დიდი უპირატესობა ექნება გარკვეულ პოზიციებზე. იანგმა უნდა დაიკავოს მარცხენა მცველის პოზიცია და იანგის ადგილი დი მარიამ. სხვა ვარიანტი სამი მცველით თამაშია და იმედია მაგ ქმედებაზე არ წავა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: temo-scholes
18 აპრილი 2015 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
da gio ar sheileba ro shou iyos marcxena mcvelad?:)
0
№4
ავტორი: RojoDiablo
18 აპრილი 2015 10:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
temo-scholes,
ვან გაალმა თქვა ჯერ თამაშს ვერ მოახერხებსო. ტრავმა სრულად არ მოურჩენია.

უფრო სწორად, რამდენიმე კვირაა ვარჯიშობსო, მაგრამ ამდენი ხნის უთამაშებელის დაყენება არა მგონია ინდომოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Pazu21
18 აპრილი 2015 10:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
RojoDiablo,
tu rooney naxevardacvashi chamoiwevs, mashin forvardad falcao an persi itamashebs. falcao ro araa formashi vicit isedac, persis ki dzaan didi xania ar utamshia, eg isedac ar iyo formashi da ras izams kacma ar icis, ase rom egec problemaa
0
№6
ავტორი: RojoDiablo
18 აპრილი 2015 10:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Pazu21,
პრობლემა არის ფეხბურთელის ფორმა ამ შემთხვევაში, იმ შემთხვევებში კი ფეხბურთელის არ ყოფნაა პრობლემა. გუნდში სამი ფეხბურთელი რომ გეყოლება, ვისაც მარცხენა მცველად შეუძლია თამაში და არც ერთი არ იქნება მწყობრში მიხვდი. თან საყრდენიც არ გვყავს. სხვა ვარიანტს თითქმის ვერც შეარჩევს. უნდა დადგეს ფალკაო და მიეცეს შანსი. მართალია აუცილებლობიდან გამომდინარე, მაგრამ შანსი შანსია და თუ რამე უნდა, უნდა გამოიყენოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Pazu21
18 აპრილი 2015 10:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
rac sheexeba youngs, tu is dacvashi dadgeba flangze di maria shecvlis, kontr shetevaze magra vitamashebt, magram aqac swrafi forvardia sachiro, persis siswrafe dakarguli aq da mxolod klasis xarjze chelsis mcvelebs ver gacdeba
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 აპრილი 2015 10:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩემი აზრით საყრდენებად ერერა და ბლინდი იქნებნიან, მარცხენა მცველი როხო, ფორვარდი ისევ რუნი და მის უკან ისევ ფელაინი

RojoDiablo,
0
№9
ავტორი: RojoDiablo
18 აპრილი 2015 10:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Jorbe-Jorbe,
ეგ ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ იქნება. ბლინდიც და როხოც ტრავმირებულები არიან და მაგიტომ ვამბობ ასეთ რამებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Wardell
18 აპრილი 2015 11:09
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
შეუძლია შოუს თამაშიო ისე თქვა, მგონი აპირებს დაყენებას. რავიცი ვნახოთ მოვიცადოთ.

მე მგონია, რომ ზოუმა იდგება ფელაინის გასანეიტრალებლად, მაგრამ ლუიმ თუ ფელა უკან დაწია მაშინ ზოუმას ყოლა უნდა გამოიყენოს რუნიმ და კლასით აჯობოს. ივანოვიჩმა და ვილიანმა არ გაიჯეჯილონ მარცხნივ მეშინია :( აზარს უზავს ვალენსია იმედია არმეს, თუ არადა ფეხი მაინც დაუდოს ხოლმე საჯარიმოს გარეთ wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top