პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩემს ყოფილ კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედს" ვაკრიტიკებდი და უნდა ვთქვა, რომ მომავალში ასეთ ცვლილებას ვერ ვხედავდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ "ჩელსისთან" უქმეებზე გამარჯვებს კარგი შანსი აქვთ.
როცა უკან ვიხედები, ვფიქრობ, რომ "არსენალთან" მატჩში ანხელ დი მარიას წითელმა ბარათმა ლუი ვან გაალს ახალი გუნდის აწყობის საშუალება მისცა. გვერდიდან რომ შეხედო, ეს აუტსაიდერების ტრიუმფს ნიშნავს - ხუან მატა, მარუან ფელაინი, ეშლი იანგი. თითოეულ მათგანზე იტყოდით, რომ ბორტს მიღმა დარჩებოდნენ, მაგრამ ახლა უდიდეს გავლენას ახდენენ.
ფორმაცია თამამია. უფრო მეტად შემტევია და სწორედ ის, რასაც ვან გაალის მოსვლის დღიდან ველოდები. ხერხემალს ოთხი ფეხბურთელი წარმოადგენს - მაიკლ კერიკი, ანდერ ერერა, ფელაინი და უეინ რუნი - რომლებიც ცენტრში დარბიან. იანგი და მატა ფლანგებზე. მეეჭვება, კერიკმა "ჩელსისთან" თამაში მოახერხოს, რამაც შესაძლოა დეილი ბლინდის ნახევარდაცვაში დაბრუნება გამოიწვიოს.
"მანჩესტერ სიტისთან" დერბიში გამარჯვების შემდეგ მთელი ყურადღება ფელაინისა და იანგს მიექცა, მაგრამ შექება მატამაც დაიმსახურა. ჩვეულებრივი გაგებით ის ვინგერი არ არის, მაგრამ შიგნითაც იწევს და თამაშზე გავლენას ახდენს. წითელ მაისურიან ფეხბურთელს ყოველთვის აძლევს პასს და თუ რამდენად მაგარია, "სიტისთან" გატანილი გოლის დროს შესრულებითაც ნახავდით.
როცა რაიან გიგზთან ერთად ვწვრთნიდი, ყოველთვის მეგონა, რომ ფელაინისთვის საუკეთესო პოზიცია "ათიანი" იყო - როლი, რომელსაც ახლა თამაშობს. როცა "იუნაიტედში" გადავიდა, დევიდ მოიესი ცენტრალურ ნახევარმცველად ათამაშებდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ იქიდან მატჩის კონტროლი ფელაინის ძლიერი მხარეა.
როცა "ევერტონში" თამაშობდა და მის წინააღმდეგ გამოვედი, უბრალოდ უსიამოვნო გოლიათი იყო: იდაყვები მაღლა, დიდი და ძლიერი და თანაც საიმედო, რომ აუცილებლად იგრძნობ. სწორედ ამას სთხოვს ახლა ვან გაალი და არა ისეთ რამეს, რაც მარუანისთვის რთულად შესასრულებელია. მეეჭვება, ფელაინის საკმარისი უნარი ჰქონდეს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩები მოიგოს, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ყოველთვის ვთვლიდი მას კარგ, ერთგულ მოთამაშედ, რომელიც ბევრს ვარჯიშობს.
რაც შეეხება იანგს, წარმოვიდგენ, რომ ფლანგზე რწმენა რაიან გიგზისგან გადაიღო. "იუნაიტედში" მოგვწონს ვინგერის ყოლა, რომელიც გუნდს სიმწვავესა და გაშლას სთავაზობს. ინსტინქტურად უყურებ მათ და დი მარიას სკამზე დასმით, იანგმა თავდაჯერება დაიბრუნა.
მხოლოდ გამოცნობას ვცდილობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცუდმა შედეგებმა და თამაშმა იანგს უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა. წარსულში მას ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ ახლა უფრო მეტად მისდამი საქებარი სიტყვები გვესმის. დაიბრუნა ის, რასაც საუკეთესოდ აკეთებს - მცველებს შორის გაძვრომა და ბურთის ჩაწოდება. ეს კი სასარგებლოა რუნისთვის, ისევე როგორც, ფელაინისთვის.
ამ ყველაფრის შეჯერებით, მინდა ერთი რამ გამოვყო. "იუნაიტედი" შედეგს ახლა გაცილებით ნაკლები ზეწოლით აღწევს. ტიტულისთვის ბრძოლისგან ძალიან შორს არიან, ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ბედი წყდება. წლების განმავლობაში რამდენჯერ გვინახავს, როცა "არსენალი" ფორმას იბრუნებს და ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, როცა სეზონის ბოლოს ტიტულისთვის ბრძოლის შანსი არ აქვს?
კარგი და შესანიშნავია ბოლო სამ თვეში ძლიერი ფეხბურთის თამაში. უფრო ძლიერი გუნდები კი მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობენ კარგად და შობამდე და მის შემდეგაც აღწევენ შედეგებს. დიდი სხვაობაა ტიტულისთვის ბრძოლასა და ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოპოვების მცდელობას შორის.
წყარო:
independent