დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დუაით იორკისა და ენდი კოულის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" არ ჰყოლია ფეხბურთელთა წყვილი, რომელთაც ისე კარგად ესმით ერთმანეთის მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, როგორც ხუან მატასა და ანდერ ერერას.
ესპანელი ფეხბურთელები ერთმანეთს "იუნაიტედში" ერერას გადასვლამდეც იცნობდნენ, მაგრამ ანდერის "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებამ, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრამ და ხუან მატას პარტნიორობამ მათი კავშირი კიდევ უფრო გაამყარა, რაც "იუნაიტედის" ბოლო დროის წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
დერბიში მატასთვის გატანილი გოლი 22 სასტარტო შეხვედრაში მეცხრე გოლი იყო, ხოლო ერერას მიერ სეზონში გატანილი 7 ბურთი, საუკეთესო პირადი მაჩვენებელია. იორკი ფიქრობს, რომ ესპანელებს ისეთი ტელეპატიური კავშირი აქვთ ერთმანეთთან, როგორც მას და კოულს ჰქონდათ.
"ისინი თავდამსხმელები არ არიან, ასე რომ, ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ვხედავ ურთიერთგაგებას, რომელიც მათ აქვთ. თამაშის მხრივ ორივე მათგანი ერთმანეთის მსგავსი ტიპის ფეხბურთელია.
ერთმანეთს კვებავენ და ენერგიით სავსენი არიან. შესაძლოა, ასე იმიტომ ხდება, რომ მოედნის გარეთ კარგი მეგობრები არიან, ეს კი კავშირის დამყარებაში ეხმარებათ, რაც უეინ რუნის მსგავსი ფეხბურთელებისთვის სივრცის შექმნისთვის საჭიროა, რათა თავდამსხმელმა იმოძრაოს.
ვხედავ, რომ ასეც ხდება და ორივე ფეხბურთელი ამჟამად კარგ ფეხბურთს თამაშობს.
არა მარტო ამას აკეთებენ, არამედ გოლებიც გააქვთ, რაც დამატებით თავდაჯერებულობას გმატებს. ამის ნახვა კარგია და სწორედ ეს სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედს".
იმედია დიდ მატჩებში გააგრძელებენ ასე თამაშს. თუ ორივე მათგანი მოახერხებს, უფრო ფანტასტიურ შედეგებს მივიღებთ", - განაცხადა იორკმა.