დე ხეას ისტორიაში შესვლის შანსი აქვს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს.
ესპანელი მეკარე, რომელიც 2013/14 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მიმდინარე სეზონს არანკალებ წარმატებულად ატარებს და ლუი ვან გაალის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში საოცარი სეივებით ეხმარება.
დე ხეას ნომინაციაზე წარდგენისთვის ხმა პრემიერ ლიგის 100-მა, საფეხბურთო ლიგისა და ქალთა სუპერ ლიგის კლუბებმა მისცეს. მასთან ერთად ნომინაციაში "ჩელსის" ორი მოთამაშე -
დიეგო კოშტა და
ედენ აზარი, "ტოტენჰემის" თავდამსხმელი -
ჰარი კეინი, "არსენალის" შემტევი -
ალექსის სანჩესი და "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი -
ფილიპე კოუტინიო წარადგინეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში კი მას კონკურენციას იგივე
აზარი, კეინი და
კოუტინიო გაუწევენ, რასაც
ტიბო კურტუასა და
რაჰიმ სტერლინგის დუეტი ემატება.
უკანასკნელი მეკარე, ვინც პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, პიტერ შილტონი იყო და მან პრიზი 1977/78 წლებში მოიგო. "იუნაიტედის" უკანასკნელი ფეხბურთელი კი უეინ რუნი გახდა, რომელმაც პრიზი 2009/10 წლების სეზონში მოიპოვა. იგივე პრიზი რობინ ვან პერსისაც აქვს მოპოვებული, თუმცა მაშინ "არსენალში" უკანასკნელ სეზონს ატარებდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა "იუნაიტედს". პრემიერ ლიგის ისტორიაში ესპანელ ფეხბურთელს არასდროს მოუპოვებია წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
გამარჯვებულის ვინაობას 26 აპრილს ლონდონში 46-ე დაჯილდოებაზე გამოაცხადებენ.
წყარო:
manutd.com