ლუი ვან გალმა განაცხადა, რომ ის და მისი სამწვრთნელო შტაბი კონცენტრირებულნი არიან დარჩენილ ჩემპიონატის მატჩებზე, მაგრამ ამის მიუხედავად იწყებენ ფიქრს მომავალ სეზონზე. "უკვე იანვარში ჩვენ დავიწყეთ ფიქრი 2015/2016 სეზონზე, იმიტომ რომ წინასასეზონო ტურნესთვის ჩვენთვის აუცილებელია მიუდგეთ გარკვეული გეგმით. მომზადება ახალი სეზონისთვის - ეს არ არის უბრალო ვარჯიშები და ამხანაგური შეხვედრები, ამიტომ მომზადება მომავალი წლის სეზონისთვის ჩვენ დავიწყეთ ადრე",-ციტირებს ლუი ვან გალის სიტყვებს manutd.com-ი
"ასევე ვაკვირდებით ფეხბურთელებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი გაძლიერება, საკუთარ მოთამაშეებს ასევე, რომლებიც არენდის უფლებით თამაშობენ სხვა გუნდებში. ჩვენ ვაკეთებთ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოს".