თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2015, 20:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2070,
კომენტარები: 9
როგორ უნდა დავამარცხოთ "ჩელსი"
"ჩელსის" დამარცხების მთავარი საშუალება.
როგორ უნდა დავამარცხოთ
როგორ უნდა დაამარცხოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსი"? სწორედ ეს შეკითხვა დაუსვეს დენი ჰიგინბოთამს და როგორც ყოველთვის, აკადემიის აღზრდილმა ახლაც ნათელი და ამომწურავი პასუხი გასცა.

ფელაინი ასპილიკუეტას მიუჩინეთ: "წამიდან, როცა ეშლი იანგი ბურთს მიიღებს, განსაკუთრებით, დასაწყისში, გეტყვით, რომ ფელაინი ასპილიკუეტას უნდა ეთამაშოს, რადგან ივანოვიჩი, ტერი და კეჰილი წინააღმდეგობას გაუწევენ, მაგრამ სესარი საჰაერო ორთაბრძოლებში მარუანს ვერ შეეწინააღმდეგება.

მიეცით გაქცევის საშუალება ნახევარმცველებს: "ხალხმა შეიძლება თქვას, რომ ჯონ ტერი ასპილიკუეტას დაეხმარება, მაგრამ მაშინ შეხედეთ ცენტრში გაჩენილ სივრცეებს. ასპილიკუეტას იზოლირება უნდა მოხდეს... ეს კი ნიშნავს, რომ მატა და ერერა მატჩს დაეპატრონებიან.

კერიკმა ფაბრეგასი უნდა გააკონტროლოს: "თუ ფაბრეგასი "ათიანის" პოზიციაზე ითამაშებს, კერიკმა იგივე უნდა გააკეთოს, რაც "ენფილდზე" კოუტინიოს წინააღმდეგ - ეს საშუალებას მისცემს ცენტრალურ მცველებს, რემიზე ან დროგბაზე იზრუნონ, ამიტომ კერიკი უნდა დარწმუნდეს, რომ სესკი ვერაფერს მოიმოქმედებს.

ჩაკეტეთ ნემანია მატიჩი: "როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ბურთს დაკარგავს და მას ნემანია მატიჩი მიიღებს, მე ერთ ნახევარმცველს მივუჩენდი - იქნება ეს ფელაინი თუ რუნი - რათა მატიჩი აიყვანონ და მას მოქმედების საშუალება არ მისცენ".



წყარო: manutd.com
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
16 აპრილი 2015 18:44
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მგონია, რომ ზოუმას დააყენებს, ძალიან ძლიერი ბიჭია და ჰაერშიც კარგია. ვეთანხმები, რომ ზეწოლა უნდა იყოს ასპილიკუეტაზე, იგივე მოხდა კლიშისთან დაკავშირებითაც. ბლინდზე და ვალენსიაზე წამოვა ძალიან დიდი დატვირთვა, მე რო ვიყო ვალენსიას მივუქსევდი აზარს რო ზდიოს მთელ ნახევარზე. ვილიანიც დიდი საფრთხეა, რაც შეეხება ფაბრეგასს, სესკს პასის გაკეთება უფრო უყვარს, ვიდრე შეტევა, ამიტომ შემტევებს თუ ამოვკეტავთ პასსაც ვერავის გაუკეთებს.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
16 აპრილი 2015 20:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი იქნება ანუ?

ფელაინის სახით უკვე კარგი ძალა გვყავს, ჩაწოდებებს აზრი მიეცა როცა პასი მისკენ მიდის. დაცვაშიც კარგად ირჯება სტანდარტებზე. ამ მატჩშიც დიდ როლს ითამაშებს
0
№3
ავტორი: Count Alucard
16 აპრილი 2015 21:29
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ასეთი ადვილი რომ იყოს ყველა მოუგებდა ჩელსის, ძალიან გაუჭირდებათ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ კერიკს ტრავმა აქვს და საეჭვოა მისი თამაში.
0
№4
ავტორი: Best 7
16 აპრილი 2015 21:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ჩელსი, რომ 2 ადგილზე გასვლის უეჭველი შანსები მოგვეცეს! მიდით ბიჭებო! am
0
№5
ავტორი: VaRdo
16 აპრილი 2015 22:07
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რა ადვილია wink ჩაქრი შენ აჰაა. ეგრე მარტივად რომ იყო ყოველ მეორე მატჩს მოვიგებდით. აბა ეხლა მაოურინიოს ჰკითხე მოედანზე რისთვის გამოჰყავს გუნდი? სასაცილოა მეტი არაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2015 22:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დენიმ უბრალოდ დამარცხების საშუალებაზე ისაუბრა, თუმცა ამის გაკეთება რომ მარტივი არაა ყველამ იცის. ამას, რა თქმა უნდა, ლუიც ხვდება და იცის. მე ფრით სრულიად კმაყოფილი ვიქნებოდი ამ თამაშში იმ პირობით, რომ კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ და მერე არსენალს დავამარცხებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Mufc7
17 აპრილი 2015 01:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
12-ში როგორც გაგვახარეს, ისე გაგვახარებენ ახლაც, იმედია manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: AkkRed
17 აპრილი 2015 12:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაზე რთული მატჩი იქნება. ჟოზე პირველ ნომრად თამაშს დაგვითმობს და მეორე ნომრით სიღრმიდნ კონტრშეტევებზე ითამაშებს. გაუვალი დაცვის შთაბეჭდილება დაგვრჩება, მინიმუმ 5 კაცს გამოუშვებს დაცვით პოზიციებზე. 2 კაცი აიყვანს მარტო ფელაინს.

ზუსტად ასეთ თამაში გვჭირდება მატა/დი მარიას კრეატივი და ტექნიკა.
0
№9
ავტორი: buka oboladze
17 აპრილი 2015 12:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ზეწოლა თუ ისეთივე იქნება როგორიც ბოლო მატჩებში აუცილებლად მოვიგებთ ამ თამაშსაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top