დღევანდელი გარჩევა დაიწყება თამაშგარეების თემიდან, რომელმაც წინა მატჩში აქტუალობა მოიპოვა.
წესები იუწყება: "მოთამაშე "თამაშგარეში" იმყოფება, თუ ის: მოწინააღმდეგის კართან უფრო ახლოსაა, ვიდრე ბურთი ან მოწინააღმდეგის ბოლო მოთამაშე".
პუნქტი "თამაშის წესებთან მოპყრობა და მსაჯების რეკომენდაცია" ადასტურებს: "მოწინააღმდეგის კარის ხაზთან ახლოს" ნიშნავს, რომ თავის, სხეულის ან ფეხის ნებისმიერი ნაწილი თუ უფრო ახლოსაა, ვიდრე ბურთი ან მოწინააღმდეგის ბოლო ფეხბურთელი, "თამაშგარე" მდგომარეობაა. ხელები ამ შემთხვევაში პასიურია.
მატას გოლი
მატას თამაშგარე უკამათოა, თუმცა, თუ დინამიკას გავითვალისწინებთ, მსაჯის დამხმარის შეცდომის გაგება შეიძლება.
ფელაინის გოლი
მეორე გოლის სიტუაცია გაცილებით რთულად შესაფასებელია. კამერა კუთხეში ისე მდებარეობს, რომ გადაწყვეტილების მართებულობის შესახებ ცალსახად მტკიცება რთულია. მე ვიხრები იმისკენ, რომ პასის დროს ფელაინი სწორ პოზიციაზე იმყოფება, რადგან ხელები თამაშგარის ფიქსაციაში არ ითვლება. სტოპ-კადრი სხვა რაკურსით, რომელიც Sky Sports-მა შემოგვთავაზა, ამ ვერსიას ადასტურებს.
რაც არ უნდა იყოს, "იუნაიტედს" ცალსახად გაუმართლა, რომ ორივე მომენტი მასპინძლების სასარგებლოდ გადაწყდა, რადგან მსაჯები ხშირად თავს იზღვევენ და გადაწყვეტილებას დამცავი გუნდის სასარგებლოდ იღებენ.
36-ე წუთი. "იუნაიტედის" თამაშგარე
უბრალო და ნათელი გადაწყვეტილება: ფელაინი "თამაშგარეში" იმყოფება. დამხმარე მსაჯი აბსოლუტურად მართებულად ელოდებოდა ეპიზოდის დასრულებას, რადგან საჯარიმოში დეილი ბლინდმა ჩაირბინა, რომელსაც შეეძლო ბურთზე ეთამაშა, მაგრამ ამასთან ერთად თამაშგარეში არ იმყოფებოდა ("თამაშგარე" მდგომარეობის შეფასება თანაგუნდელის მიერ ბურთზე შეხების მომენტიდან ხდება).
44-ე წუთი. კომპანის ფოლი. ყვითელი ბარათი
ცალსახა წითელი ბარათი, არის ტიპიური "თამაშის წესების სერიოზული დარღვევა". არის ფრენის ფაზა, ამიტომ მომენტის კლასიფიცირება შეიძლება არა როგორც ვარდნა, თუმცა ტერფის მდებარეობა და მოძრაობის სისწრაფე მცველის გაძევების აუცილებლობაში დაეჭვების საშუალებას არ იძლევა.
52-ე წუთი. ჯარიმა რუნიზე და მატაზე. უბარათოდ
დროის მოკლე მონაკვეთში მოხდა ორი მომენტი: რუნის დაცემა და ჯარიმა მატაზე. პირადად მე მატჩის მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებებს სრულად ვეთანხმები. პირველ მომენტში დიდი სურვილის შემთხვევაში დარღვევის დაფიქსირება შეიძლებოდა, თუმცა, მიუხედავად აშკარა კონტაქტისა, საკმარისად ძლიერი მაინც არ იყო კაპიტნის ასეთი ვარდნისთვის (არც სიმულაციაზე ღირს საუბარი, თუმცა შემდეგი საუბრისთვის რუნის დასჯაც შეიძლებოდა).
მეორე მომენტიც ასევე უბრალო და ცალსახა იყო: მარკი იდეალურ პოზიციაში იმყოფებოდა და აბოლუსტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სტუმრების მოთამაშის გაფრთხილებით დასჯა არ ღირს, მის მოქმედებებში განუსჯელობა არ შეიმჩნეოდა, ხოლო თავად შეტევას, მიუხედავად მისი პოტენციალისა, რთულია უდავოდ საგოლე უწოდო.
54-ე წუთი. ფელაინი. უბარათოდ
რთულია მოცემული მომენტი შეაფასო, რადგან საფეხბურთო ასოციციის კონკრეტული რეკომენდაციები უცნობია. საქმე იმაშია, რომ ასოციაციიდან ასოციაციამდე ის შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა საერთო ჯამში ჰაერში იდაყვით ბრძოლას ისევე ეპყრობიან, როგორც სხვას და გადაწყვეტილება ხშირად ბოლო ბრძოლაზეა დამოკიდებულია, რომელიც კლატენბურგის პირისპირ მოულოდნელად მოცოცხლებულმა დემიჩელისმა გვაჩვენა.
არც მცველის ყვითელ ბარათზე ღირს საუბარი: მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოქმედება მხოლოდ სიმულაციად შეიძლება ჩაითვალოს, ყველაზე მეტი, რასაც ის იმსახურებს - მთავარი მსაჯისგან შენიშვნაა.
ჯამი
მომეწონა ბრიგადის საერთო ჯამში მუშაობა. თუმცა კომპანის არ გაძევება, კლიშის ჯარიმებისადმი ლოიალური მიდგომა პირველ ტაიმში, რომელთაგან ერთ-ერთმა ნამდვილად დაიმსახურა ყვითელი ბარათი, და შეცდომა, რომელიც შედეგიანი გამოდგა (იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო ანგარიშზე მას გავლენა არ მოუხდენია), საკმარისად ძლიერად უნდა აისახოს მსაჯთა შეფასებაზე, თუმცა, ისევ, აქაც ბევრი რამ საფეხბურთო ასოციაციის მიდგომაზეა დამოკიდებული.
ავტორი: სერგეი იაროსლავცევი
სტატიები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.