16-04-2015, 17:08
ნანახია: 2579,
კომენტარები: 7
ზაფხულის მეტოქეები გაირკვნენ
"იუნაიტედი" ზაფხულში კიდევ ერთ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
"მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება საერთაშორისო ჩემპიონის ტიტული დაიცვას.
ამაში კი წინააღმდეგობას "წითელ ეშმაკებს" "პორტუ", "ბარსელონა", "ჩელსი", "ფიორენტინა", პსჟ, "ლა გალაქსი", "ნიუ იორკ რედ ბულსი", "სან ხოსე ირსქუეიკსი" და "ქლაბ ამერიკა" გაუწევენ.
გასულ წელს "იუნაიტედი" "მიჩიგანის" სტადიონზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და 109,318 მაყურებელი შეკრიბა.
ტურნირის ფინალში კი "ლივერპულს" დაუპირისპირდა და ჩემპიონობაც მოიპოვა.
მომდევნო ტურნირის გათამაშების განრიგი და თარიღი ჯერ-ჯერობით ორგანიზატორებს არ დაუდასტურებიათ.
წყარო:
bbc
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.