"იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩში "წითელ ეშმაკებს" დიდი გამოცდა ელოდებათ, თუმცა ასეთი ფორმით მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.
"ლივერპული" და "სიტი" სერიოზული ტესტი იყო, თუმცა გუნდს კიდევ ერთი ასეთი ელოდება. დიახ, ისინი კარგ ფორმაში არიან, თუმცა "ჩელსი" ამჟამად ქვეყნის საუკეთესო გუნდია და "იუნაიტედისთვის" ლონდონში მოგზაურობა ძალიან რთული იქნება."
"რაც აჩვენა "იუნაიტედმა" ბოლო თვეების მანძილზე, შეიძლება დიდ მიღწევად იქნას აღიარებული. ფაქტია, რომ ისინი ჩემპიონობისათვის არ იბრძოდნენ, თუმცა მათ უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს."
"როცა "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობდი, მუდამ ერთი სქემით გამოვდიოდით. ლუი ვან გაალმა ბევრი ცვლილება განახორციელა, რათა სხვადასხვა მოთამაშეები სხვადასხვა დროს გამოეყენებინა. ბოლო 4 კვირის განმავლობაში იგი 4-3-3 ტაქტიკას იყენებდა და საკმაოდ კარგადაც იმუშავა. ნათელი იყო, რომ ფეხბურთელები თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ."
"სეზონის დასაწყისში ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდი საკუთარი ყოფილი კლუბების მსგავსად ნორმაში ჩადგებოდა. ასევე ჰოლანდიელმა ისიც თქვა, რომ მომავალ სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებდნენ და ყველა ეს სიტყვა ჯერ-ჯერობით მართლდება."-განაცხადა ინგლისელმა ჟურნალისტმა.