თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2015, 18:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2042,
კომენტარები: 9
ბლინდი: "პასუხი მარტივია"
დეილი ბლინდი გეგმებზე საუბრობს.
ბლინდი:
დეილი ბლინდი აცხადებს, რომ ძალიან ადვილია პასუხი გასცე კითხვას: იბრძოლებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ბოლო ექვს შეხვედრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და გუნდს ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, როგორებიც "ტოტენჰემი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" არიან.

"იუნაიტედს" ეს შედეგი მესამე ადგილზე მოხვედრაში დაეხმარა, რაც მეორე ადგილზე მყოფ "არსენალთან" მხოლოდ ერთ ქულიან სხვაობას ტოვებს, ხოლო ლიდერ "ჩელსისთან" 8 ქულასა და 1 თამაშით მეტს. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ტურში "სტემფორ ბრიჯზე" პოტენციური გამარჯვება სხვაობის 5-ქულამდე შემცირებას ნიშნავს, ბლინდს მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის შანსი გუნდს არ აქვს და ამისთვის მომავალ წელს იბრძოლებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" არის გუნდი, რომელიც ყოველთვის იბრძვის ტიტულისთვის, ასე რომ, პასუხის გაცემა ადვილია," - უპასუხა ბლინდმა შეკითხვას: იბრძოლებს თუ არა "იუნაიტედი" მომდევნო წელს ჩემპიონობისთვის.

"ყოველ ჯერზე, როცა თამაშობ, გინდა უკეთესად ითამაშო და თუ ნახავთ ბოლო პერიოდში ჩვენს თამაშებს, გაუმჯობესებას აუცილებლად შეატყობთ. ჯერ კიდევ ვუმჯობესდებით და ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ და გონებაში ჩავინერგოთ, რომ ყოველი მატჩი უკანასკნელია".

კითხვაზე, კვირას "სიტის" დამარცხებამ სხვა კლუბებს შეტყობინება გაუგზავნა თუ არა, ბლინდმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, ისინი ამას უყურებენ. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს და ჩვენს მატჩებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ფოკუსირებაზე მათზე მოვახდინოთ. შემდეგ კი ვნახავთ, როგორ დასრულდება ყველაფერი."

"წითელი ეშმაკები" "სტემფორდ ბრიჯზე" თავდაჯერებულად ჩადიან.

"არ უნდა ვუყუროთ "ჩელსის" ან სხვა გუნდებს - მხოლოდ საკუთარ მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. მხოლოდ საკუთარ თავზე. დასასრულს ყველა თამაში უკანასკნელია და საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ," - დაასრულა ბლინდმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2015 18:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარ ფორმაში ვარტ მაგრამ ჩელსისთან განსხვავებული თამაში იქნება, ძალიან რთული იქნება სახლში ჩელსის მოუგო როცა მოურინიოა სათავეში
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
15 აპრილი 2015 20:41
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჯერ-ჯერობით სანამ ჩელსის არ დავამარცხებთ ტიტულისთვის ბრძოლაზე არ უნდა ვიფიქროთ, კარგ ფორმაში ვართ და ეს ფორმა სეზონის ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ.
0
№3
ავტორი: ლადო
15 აპრილი 2015 20:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რთული თამაში გვექნება ჩელსისთან...იმედია ისე წავა საქმეები, როგორც ჩვენ გვინდა
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 აპრილი 2015 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჩელსისთან რომც ვერ მოვიგოთ არ უნდა იყოს პრობლემა. მთავარია არ წავაგოთ და ის ფეხბურთი ვითამაშოთ რასაც ბოლო პერიოდში ვთამაშობთ.
0
№5
ავტორი: buka oboladze
15 აპრილი 2015 22:29
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჩელსისთანაც უნდა მოვიგოთ და საბოლოოდ დადასტურდება ის რომ ჩვენ დავბრუნდით
0
№6
ავტორი: rezimankunia
16 აპრილი 2015 03:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Vigebt amtamashsac yvrla mandrajshia matshoris chelsic da garkveuli upiratesoba tundac fsiqologiuri chvengvaqvs, tan iseti muxtigvak aghebuliro dznelad warmo.idgenia chelsim gvajobos
0
№7
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2015 09:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მომდევნო წელი მომდევნო წელად იყოს. ვიბრძოლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენად გამოგვივა, მაგას ვნახავთ. ეს თამაში კი ჩვენი ძალების კიდევ ერთი გამოცდა იქნება და ვნახოთ როგორ ჩავაბარებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: AkkRed
16 აპრილი 2015 10:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი ყველაზე რთული იქნება ჩელსისთვის შეტევა, იმიტომ რომ ყველა ფეხბურთელს დაცვაში ჩააკვეხებს მოურინიო. როცა ფორმაში არ ვიყავით მაშინაც კი გვეთამაშებოდა სიღრმიდან მეორე ნომრით და ახლა როცა ზედმიყლოებით ვუგებთ გუნდებს საერთოდ ჩაჯდება დაცვაში.
0
№9
ავტორი: VaRdo
16 აპრილი 2015 14:56
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
როდის მოვა ეხლა 18. გაიწელება ეს 2 დღე . თან რაც უფრო მალე მოდის ეს ტურები მით უფრო მალე რჩება სეზონი და მერე ვაფშე უაზრობაა მთელი 2-3 თვე პრემიერ ლიგის გარეშე. :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top