"პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ელ-ჰალაიფიმ ედინსონ კავანის ტრანსფერზე ისაუბრა.
"ძალიან მომწონს კავანის თამაში, ის არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. ჩვენ მასთან მუდმივ კავშირში ვართ და გუნდის დატოვების შესახებ არასდროს უთქვამს. პარიზს უყვარს ის და ასევე ედინსონსაც უყვარს ქალაქი", -განაცხადა ელ-ჰაიფიმ Sky Sports-თან ინტერვიუში.
ერთი დღით ადრე ურუგვაელის თაობაზე მისმა აგენტმა კლაუდიო ანუჩელიმაც გააკეთა კომენტარი:
"ამ ეტაპზე ედინსონის მომავალზე რამის თქმა ნაადრევია. თან ჯერ-ჯერობით სეზონიც არ დასრულებუულა. ედინსონს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც იგი პატივს სცემს."
"სეზონის ბოლოს ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდებით, სიტუაციას განვიხილავთ და ყველა შესაძლო ვარიანტს გადავხედავთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ ედინსონის შეძენა ევროპის საუკეთესო კლუბებს სურთ. მის მიმართ ინტერესი ინგლისისა და ესპანეთის კლუბებმა უკვე გამოთქვეს."
შეგახსენებთ, რომ პრესა ედინსონ კავანის "მანჩესტერ იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებს. ურუგვაელი ჰოლანდიელი ფორვარდის რობინ ვან პერსის შემცვლელად მოიაზრება.