"მანჩესტერ იუნაიტედს" დავიდ დე ხეას შენარჩუნების შანსი კიდევ უფრო გაეზარდა, რადგან კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იკერ კასილიასს ჯერ კიდევ აქვს კლუბში მომავალი.
იკერს მიმდინარე სეზონში ხშირად აკრიტიკებდნენ. განსაკუთრებით, "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში 4:3 მარცხის შემდეგ.
პრესა აქტიურად ირწმუნება, რომ 33-წლის იკერი სეზონის ბოლოს "რეალს" დატოვებს და მის ნაცვლად კლუბი დავიდ დე ხეას შეიძენს, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუფორმებია კონტრაქტი "იუნაიტედთან".
"იკერმა ნათლად განაცხადა - მას დარჩენა სურს. ჩვენც გვინდა. მეც მინდა.
მას დაცვა არ სჭირდება, კრიტიკას უმკლავდება და შესანიშნავი პროფესიონალია.
მეკარის შემთხვევაში ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა. თამაშში ვერ ჩაერთვებიან, სანამ სხვა მეკარე დაზიანებას არ მიიღებს. მოედნის მოთამაშეს კი შეუძლია მატჩის დასრულებამდე 15-30 წუთით ადრე გამოვიდეს და მთავარი მოქმედი ფიგურა გახდეს", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.