მაიკლ კერიკმა ჩაწერა ინტერვიუ MUTV-სთან სადაც ისაუბრა თუ როგორი გავლენა მოახდინა მისმა ჩრდილო-აღმოსვლურმა აღზრდამ და 15 წლის ასაკში ლონდონში გადასვლამ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე
გუშინ მაიკლ კერიკმა ჩაწერა ინტერვიუ MUTV-სთან სადაც ისაუბრა თუ როგორი გავლენა მოახდინა მისმა ჩრდილო-აღმოსვლურმა აღზრდამ და 15 წლის ასაკში ლონდონში გადასვლამ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და რამ აქცია ის "იუნაიტედის" ნახევარდაცვის შეუცვლელ ფიგურად. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ექვს ყველაზე მნიშვნელოვან ამონარიდს.
34 წლის კერიკი უკვე ფიქრობს რა ელის მას უახლოეს მომავალში და საუბრობს იმ სამუშაოებზე, რომელსაც მოედნის გარეთ ატარებს იმისათვის, რომ ფორმა შეინარჩუნოს და რაც შეიძლება დიდი ხნით შეძლოს თამაში.
1. "ერთდაერთი, რაც ოდესმე მსურდა იყო ფეხბურთის თამაში". ეს საკმაოდ გავრცელებული აზრია ჩრდილო-აღმოსავლეთში აღზრდილი ბავშვებისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელების სამშობლოში, კერიკიც არ იყო მათგან განსხვავებული. "დედაჩემი მეუბნება, რომ ერთადერთი რაც ბავშვობაში მინდოდა იყო ბურთი. როდესაც სათამაშოების მაღაზიაში მივყავდით, ყოველთვის ბურთს ვირჩევდი. ეს სიყვარული ჩემში ბავშვობიდანვე მოდის."
2. "პირველად როცა მოედანზე მოვხვდი, ვიტირე." ეს იყო უოლსენდის ვაჟთა კლუბი ნიუკასლში (ამ კლუბში აღიზარდნენ სტივ ბრიუსი, პიტერ ბრედსლი, ლი კლარკი და სხვა ბევრი გამოჩენილი ფეხბურთელი). "შაბათ საღამოს იყო სავარჯიშო სესია, თუმცა ეს უფრო რაღაც აურზაურს გავდა. 4 დან 9 წლამდე ასაკის ბავშვები თამაშობდნენ პატარა მოედნებზე 5 კაციან გუნდებში. მამაჩემი და ბაბუაჩემიც იქ იყვნენ, მახსოვს მოედნამდე პატარა კიბეები იყო და ეს ადგილი ძალიან წააგავდა არენას, რაც მაშინ ჩემთვის მეტისმეტი იყო. თუმცა როგორც კი მოედანზე გავედი თავს კარგად ვგრძნობდი."
3. "მამაჩემი "მიდლსბროში" თამაშობდა"."ის მათ სარეზერვო გუნდში მარცხენა მცველი იყო, ჩემგან ძალიან განსხვავებული. მიდლსბრო ნიუკასლიდან ძალიან შორს არ იყო, თუმცა მას უნდოდა რომ ყოველთვის ოჯახთან ერთად ყოფილიყო, ამიტომ გუნდი დატოვა და ადგილობრივ გუნდში ჩაეწერა. ის მეუბნება რომ კარგი ფეხბურთელი იყო. რაღაც პერიოდის განმავლობაში იმასაც ამბობდა, რომ ჩემზე უკეთესი იყო, თუმცა მერე დანებდა."
4. "ლონდონში გადმოსვლა 15 წლის ასაკში რთული იყო, თუმცა საუკეთესო გადაწყვეტილება რაც ოდესმე მიმიღია." 15 სხვადასხვა კლუბში გავლილი სინჯების შემდეგ კერიკი "ვესტ ჰემში" შეუერთდა. "პირველი სამი თუ ოთხი თვე ძალიან რთული იყო. ფეხბურთი შესანიშნავი იყო, თუმცა როცა საცხოვრებელში ვბრუნდებოდი ახლობელი არავინ მყავდა. მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო, ამიტომ როცა დარეკვა მინდოდა სატელოფონო ჯიხურში უნდა მეპოვნა. ახლა ეს სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მაგრამ მაშინ ძალიან რთული იყო. თუმცა ეს გაზრდაში დამეხმარა. ამან უფრო მალე ჩამომაყალიბა ფეხბურთელად, ვიდრე ამას ნიუკასლში დარჩენით შევძლებდი. მალე გავაანალიზე, რომ დიდ სამყაროში ვიყავი და საჭირო იყო სწრაფად გავზრდილიყავი".
5. "ფეხბურთს არაფერში არ გავცვლი... გარდა F1-ის მძღოლობისა." "კარიერის დამთავრების შემდეგ მინდა ავტოსპოტშიც ვცადო ბედი. ეს სპორტი ძალიან მიყვარს და დიდი გულშემატკივარი ვარ. რამდენიმეჯერ მიმიღია მონაწილეობა სარბოლო ღონისძიებებში, თუმცა F1-ის ყურებას არაფერი შეედრება. ამ სპორტით მოხიბული ვარ. ფეხბურთი ჩემი სამუშაოა და შეიძლება ითქვას ამაზე მეტიც. თუმცა ეს ცხოვრებაში ბალანსის დაცვაზეა, როდესაც უკვე ასაკში შევალ."
6. "როცა 33 ან 34 წლის ხარ, არ იცი როგორი რეაქცია ექნება შენს სხეულს". კერიკი უკვე დიდი ხანია სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებს რათა შეძლოს კარიერის გახანგრძლივება. "სწორი ცხოვრების წესი და საკუთარ თავზე ზრუნვა უკეთეს შანსს მაძლევს. ახლა თავს ისევე კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ როგორც ადრე. არ ვამბობ, რომ იმდენ ხანს ვითამაშებ რამდენიც გიგზმა მოახერხა. ცოტას თუ შეუძლია იმის გაკეთება რაც რაიანმა გააკეთა. თუმცა ბევრი ვისწავლე გიგზის, სქოულზის და გარი ნევილისგან. ეს ეხება ვარჯიშს დარბაზში, იოგას, სწორ ცხოვრების სტილს და სწორ კვებას... ეს ყველაფერი მთლიანობაშია, რაც საშუალებას გაძლევს დამატებილი 1-2 წელი ითამაშო."