"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ თავდამსხმელ ერიკ კანტონას მიაჩნია, რომ მისი ყოფილი კლუბი მომდევნო წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
გასულ სეზონში მეშვიდე ადგილის დაკავების შემდეგ "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი პოზიცია სატურნირო ცხრილში (მესამე ადგილი) წარმატებად აღიქმება.
კანტონას კი მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" მომდევნო წელს ამას არ იკმარებს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
"ახლა ქალაქის მეფე "იუნაიტედია". ხანდახან გაქვს სეზონი, როცა მატჩებს აგებ და მეოთხე-მეხუთე ადგილზე გადიხარ. მაგრამ ეს შესანიშნავი კლუბია. ისინი ცხრილის სათავეში მოექცევიან.
მომდევნო წელს ლიგას მოიგებენ. ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ჰოლანდიის ნაკრებში მას ერთი და იგივე ფილოსოფია აქვს", - განაცხადა კანტონამ.