"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის მიაჩნია, რომ ინგლისის თასიდან "არსენალთან" მატჩში გამოვარდნამ "წითელი ეშმაკებისთვის" გარდამტეხი პერიოდი შექმნა.
9 მარტს ლუი ვან გაალის შეგირდებმა "არსენალთან" ინგლისის თასზე მატჩი 1:2 დათმეს, შემდეგ კი პრემიერ ლიგაში ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვეს და მათ შორის ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც "ტოტენჰემი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტია".
რუნი გამოტყდა, რომ "მეთოფეებთან" განცდილი მარცხის შემდეგ თანაგუნდელებს ესაუბრა და სწორედ ამან მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა.
"მატჩამდე გასახელში ყოველთვის ხმაურიანად ვიქცევი და "არსენალთან" წაგების შემდეგ ვიგრძენი, რომ გუნდს უნდა გავსაუბრებოდი და ამეხსნა, თუ რაში უნდა მოგვემატებინა.
არ ვამბობ, რომ სწორედ ეს ნათქვამი გახდა "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" დამარცხების მიზეზი. უბრალოდ ვიგრძენი, რომ ეს იყო შესაფერისი დრო იმის სათქმელად, რაც საბოლოოდ ვუთხარი ფეხბურთელებს", - აცხადებს რუნი.