"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი თვლის, რომ კლუბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დავიდ დე ხეა შეინარჩუნოს.
დავიდი ლუი ვან გაალის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია. ესპანელმა "იუნაიტედის" წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
თუმცა დე ხეა ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს, რაც მისი "რეალში" გადასვლის შესახებ ჭორებს ზრდის.
ნევილს მიაჩნია, რომ თუ მეკარესთან განშორება გარდაუვალი იქნება, "იუნაიტედმა" ამით უნდა ისარგებლოს და დავიდი "რეალის" რომელიმე ვარსკვლავში გაცვალოს.
"იუნაიტედმა" მისი შენარჩუნება უნდა შეძლოს. თუ ამას ვერ მოახერხებს, ერთადერთი კლუბის წარმოდგენა შეიძლება, რომელიც მას მოაკითხავს. ასეთ შემთხვევაში "იუნაიტედმა" მის სანაცვლოდ ვინმე უნდა მიიღოს.
დავიდმა ახლა საბოლოოდ იპოვა საკუთარი თავი და აქ ფანტასტიურ თამაშს აჩვენებს. მთელი სეზონის განმავლობაში "იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშეა და წლის ფეხბურთელის წოდებაზეც აცხადებს პრეტენზიას", - განაცხადა ნევილმა.