"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნემ, ნათანაელ კლაინმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ტიტულების მოგება სურს.
"კრისტალ პალასის" აკადემიის აღზრდილმა 24-წლის კლაინმა "საუთჰემპტონში" გადასვლის შემდეგ თავი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მარჯვენა მცველად წარმოაჩინა.
"წითელი ეშმაკები" სწორედ მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბრთელს ეძებენ, რომელიც რაფაელ და სილვას შეცვლას შეძლებს. ბრაზილიელი კი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
"იუნაიტედი" ამჟამად ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება, რაც საშუალებას იძლევა ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს. კლაინს კი სწორედ იქ თამაში სურს.
"ყოველთვის კარგია იმის ხილვა, რომ გუნდები შენით ინტერესდებიან. ეს ნიშნავს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში კარგად თამაშობდი.
ვაპირებ შევინარჩუნო ფორმა და იმდენად კარგი ფეხბურთელი ვიყო, რამდენსაც შევძლებ.
ამჟამად "საუთჰემპტონზე" ვარ კონცენტრირებული, ჯერ კიდევ არის დარჩენილი თამაშები და მინდა გუნდს მეოთხე ადგილზე გასვლაში დავეხმარო.
ამბიციური ადამიანი ვარ და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდა, ტიტულების მოგება და ინგლისის თასი მინდა", - განაცხადა კლაინმა.