"მანჩესტერ იუნაიტედმა" მემფის დეპაისთვის ბრძოლაში "ლივერპული" დაამარცხა.
"იუნაიტედმა" პსვ-ს აცნობა, რომ იღებს ეინდჰოვენელების 25 მლნ. ფუნტიან შეთავაზებას და მზადაა შემტევი ნახევარმცველი სწორედ ამ თანხად შეიძინოს.
ეს თანხა ძალიან ძვირია "ლივერპულისთვის", რომელიც მზად იყო მხოლოდ 20 მლნ. ფუნტი გადაეხადა.
"წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს მეგობრული ურთიერთობა აქვს პსვ-ს ტექნიკურ დირექტორ მარსელ ბრენდთან, ამიტომ დანამდვილებით იცის, რომ ფეხბურთელი სწორედ მისი გუნდის რიგებში გადაბარგდება.
ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად "ლივერპული" წელიწად-ნახევრის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს დეპაისთან და საბოლოოდ დაითანხმა "მერსეისაიდელების" რიგებში გადაბარგებაზე, თუმცა ჰოლანდიურ კლუბს ბრენდან როჯერსის მიერ გაღებული თანხის რაოდენობა არ აკმაყოფილებს.
ამიტომ პსვ "იუნაიტედის" წინადადებას დასთანხმდა და ზაფხულში მემფისი ვან გაალის გუნდის მაისურს მოირგებს.