მანჩესტერ იუნაიტედის თავმდასხმელს უეინ რუნის ინგლისის ნაკრების კაპიტნობა უნდა. მოგეხსენებათ პარასკევს სტივენ ჯერარდისა და ფრენკ ლაპმარდის არ ყოფნის გამო კაპიტნის სამკლაური უეინ რუნის ერგო და სწორედ ის გაუძღვა გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩჱვის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში სან მარინოს წინააღმდეგ. რუნი მოედანზე ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა და ის მართავდა თამაშს. უეინ რუნის, რომელმაც დუბლი გაიფორმა სან მარინოსთან და ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებში მე_5 ადგილზე გადაინაცვლა, კაპიტნის სამკლაურის გადაცემა მოუწევს სტივენ ჯერარდისთვის.
"თუ ოდესმე გეძლევა შანსი გახდე ნაკრების კაპიტანი, მაშინ ამ შესაძლებბლობას ორივე ხელით უნდა ჩააებღაუჭო. იმედი მაქვს, რომ ასეთი შანსი მეორედაც მომეცემა. მე არაფრის წინააღმდეგი არ ვარ ჩვენი კაპიტანი სტივენია და ის ჩვენთვის სამაგალითო ფეხბურთელია. გამოიყვანო გუნდი მოედანზე ამდენი გულშემატკივრის თვალწინ განსაკუთრებული გრძნობაა. მე მიხარია რომ ეს უემბლიზე მოვახერხე, რადგან ფეხბურთელები ბავშვობიდანვე ოცნებობენ კაპიტნის სამკლაურით გაუძღვნენ გუნდს უემბლიზე. მე ეს შევძელი და ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ დამავიწყდება ეს შესანიშნავი მომენტი"