"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა პსჟ-ს ორმაგი შეთავაზება გაუკეთოს ედინსონ კავანისა და ტიაგო სილვას თაობაზე.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები ურუგვაელ ფორვარდს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებიან. კავანი დევიდ მოიესის სატრანსფერო სამიზნეც იყო, თუმცა შოტლანდიელმა მისი შეძენა ვერ მოახერხა. ლუი ვან გაალს კი სურს კავანისთან ერთად მისი თანაგუნდელი ტიაგო სილვაც შეიძინოს.
"იუნაიტედის" სახელს მადრიდის "რეალის" შემტევ გარეტ ბეილსაც უკავშირებენ და ლუი ვან გაალს იმედი აქვს, რომ ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას შეძლებს.
როცა ლუის ჰკითხეს, მოახერხებდა თუ არა მისი გუნდი "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისთვის" ტოპ-ფეხბურთელების შეძენაში კონკურენციის გაწევას, ლუიმ უპასუხა: "ეჭვიც არ მეპარება, რომ ფეხბურთელები "მანჩესტერ იუნაიტედში" მოვლენ".
ვან გაალი ბრაზილელი მცველის სახით დაცვის ხაზის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატს ხედავს, თუმცა სილვას შეძენას მხოლოდ მაშინ ეცდება, თუ მატს ჰუმელსს ვერ გადაიბირებს.