თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2015, 19:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2635,
კომენტარები: 9
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)
დერბიში მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
მექანიზმმა სახელად "მანჩესტერ იუნაიტედი" სრული ძალით დაიწყო მუშაობა, თითოეულმა მოთამაშემ იცის, სად გაიქცეს და რა გააკეთოს მოცემულ მომენტში. ამის მატერიალიზება მატჩის მსვლელობისას უპირატესობაში ხდებოდა - მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე რიცხობრივი უპირატესობა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით შევჩერდებით, მოდით გადავხედოთ პრობლემურ სიტუაციებსა და შეცდომებს, რომლებიც "იუნაიტედის" კართან იჩენდა თავს.

შეცდომები

შეიძლება ითქვას, რომ "სიტისგან" მომდინარი მთელი ხიფათი 10 წუთში ჩაეტია. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე თითქმის არაფერს აკეთებდა, თუ არ ჩავთვლით კაცნაკლულად დარჩენილი "იუნაიტედის" კარში გატანილ გოლს.

მე-6 წუთი

პირველ წუთებზე "სიტიმ" შეტევა განახორციელა. ნავასი გაიქცა და ბლინდს გაასწრო.

ყურადღება მიაქციეთ, რომ პასის დროს ნავასი უცებ იღებს სტარტს, რაც ბლინდისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ დეილი კართან უფრო ახლოს იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


ასეთი უყურადღებობა ბლინდს რამდენიმე მეტრად დაუჯდა. დავიდ დე ხეა კი ადგილზე იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


***


აქ ღირს უკანდახევას მივმართოთ. რა თქმა უნდა, დეილი ამ მომენტში შეცდა, მზად არ იყო შემტევის გარბენისთვის და ვერც შეცდომის კომპენსირება მოახდინა სისწრაფით. მატჩის მსვლელობისას ფლანგიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა, "სიტი" განსაკუთრებით ავიწროებდა დეილის. სწორედ ამ მომენტებზე მინდა გავამახვილო მაქსიმალური ყურადღება.

უნდა გვესმოდეს, რომ ყველა წარმატებული შეტევა ფლანგიდან ბლინდის და ვალენსიას ბრალი არ არის. ყოველი მომენტი ცალკე უნდა განვიხილოთ და მონაცემები შევისწავლოთ.

მიზეზი მარტივია: ბლინდი და ვალენსია უფრო ნაკლებად არიან დაცვითი ფუნქციების ფეხბურთელები, ვიდრე შემტევები.

შესაძლოა, საკამათო გეჩვენოთ, მაგრამ "იუნაიტედის" დაცვითი სისტემა ახლა ისეთია, რომ ერთ-ერთი ფლანგის მცველი ადვილად მიდის წინ შეტევის დასახმარებლად და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მთელი ძალით არ იხევს უკან, არამედ მოწინააღმდეგის პრესინგს მისსავე ნახევარზე ახდენს.

როგორ გამოიყურება ეს:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


ამასთან ერთად, არის კიდევ ერთი ვარიანტი, როცა ბლინდი და ვალენსია მიდიან წინ, მაშინ უკან სამი მცველი რჩება.

დაცვის მოწყობის ასეთ ვარიანტში მთავარ როლს მაიკლ კერიკი თამაშობს, რადგან მას აკისრია დამზღვევის საპასუხისმგებლო როლი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკან მოუხედავად წინ წასვლის უფლება არა მარტო ბლინდსა და ვალენსიას აქვთ, არამედ ჯონსსა და სმოლინგსაც შეუძლიათ მოულოდნელად მოწინააღმდეგის კართან აღმოჩნდნენ. ასეთი რამ მრავალჯერ გვიანხავს. სხვა საქმეა, რომ ამას დივიდენდი ჯერ-ჯერობით არ მოჰყვება, მაგრამ მოცემული მანევრი თითქმის ყოველთვის ამართლებს, როგორც მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელი სვლა. ჩვენს ცენტრალურ მცველებს ასეთ სიტუაციებში უბრალოდ ვერავინ შეუტევს. სმოლინგმა და ჯონსმა პასებზე უნდა იმუშაონ და მაშინ ეს ბელადები წინ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ.

სქრინშოტზე ნაჩვენებია ურთიერთშეცვლის ტიპიური შემთხვევა. ამ მომენტში ჯონსი შეტევაში გადავიდა და ახლა უკან ბრუნდება. როგორც ვხედავთ, კერიკმა მისი ადგილი დაიკავა. სრული ურთიერთშეცვლა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


8-ე წუთი. "სიტის" გოლი

ძალიან ძლიერმა დაწყებამ "სიტის" საშუალება მისცა სწრაფი გოლი გაეტანა. გაუგებრობისა და უხეში შეცდომების მთელმა რიგმა დე ხეას კართან ხიფათი და ანგარიშის გახსნა გამოიწვია.

ყურადღება მიაქციეთ №1 ზონას: სმოლინგი და ვალენსია ვერ გაერკვნენ, ვის ვინ უნდა აეყვანა და საბოლოოდ ორივე მათგანი ჩარბენილი კლიშის დაკეტვას ეცადა, რითაც მილნერი ბურთთან ერთად მიატოვეს. უბრალო შეუთანხმებლობა.

№2 ზონაში რიცხვითი უპირატესობა აქვთ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს: მატა სილვას მიჰყვება, კერიკი ხვდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


თუმცა პასის დროს ხდება შეცდომა: კერიკმა თავისუფალ ზონაში პასი ვერ წაიკითხა და სილვას მოძრაობაში არ აჰყვა, რითაც სტატიკურ მდგომარეობაში ჩარჩა. სქრინშოტზე კარგად ჩანს, რომ მატა სილვას კერიკს "გადასცემს", რადგან უბრალოდ ვერ მიასწრებს, სვლას ანელებს და მილნერზე ერთვება, რადგან ითვალისწინებს ვარიანტს, რომ ჯეიმსი ბურთთან ერთად ცენტრში შეიწევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


როცა პასი გავიდა, სილვას გვერდით კი ფეხბურთელი არ აღმოჩნდა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. ჯონსი ჩაჭრაზე თამაშითა და ფელაინისთვის უკან დახევისა და აგუეროს დაკეტვის მითითებით ხანძრის ჩაქრობას ეცადა, მაგრამ დრო აღარ იყო საკმარისი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


ჯონსის დადანაშაულება ამ სიტუაციაში რთულია: სადაც არ უნდა გაეხედა, პასი მაინც გაკეთდებოდა აგუეროზე, რომელიც მცველების გადაადგილებას აკონტროლებდა და მათ შესაბამისად იხსნებოდა. არა მგონია, ჯონსისთვის კარის სიახლოვეს ადგილის დაჭერის რჩევა მიეცა ვინმეს, ბურთის ჩაჭრის დროს მოგერიება ხომ კარიდან უკეთესია, ვიდრე კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


43-ე წუთი

ტაიმის მიწურულს მოხდა კიდევ ერთი არასასიამოვნო ეპიზოდი ბლინდისა და იანგის წარუმატებელი პასების შემდეგ. აღსანიშნავია სისწრაფე, რომლითაც "სიტის" ფეხბურთელებმა ბურთი შეტევაში გადაიტანეს.



უსიამოვნოდან: სმოლინგი ამ ეპიზოდში იმავე შეცდომას უშვებს, რასაც კერიკი - საჭირო იყო გამქცევ ფეხბურთელზე ეთამაშა, რადგან პასის მიმცემი მილნერის დაკეტვას ასწრებდნენ.

სასიამოვნოდან: ვალენსიამ შესანიშნავად ითამაშა დაცვაში, რითაც შანსი არ მისცა გადაცემა გაეკეთებინა. აღსანიშნავია მატაც, რომელმაც უდიდესი მანძილი დაფარა, რათა სილვა დაეკეტა (მოკითხვა მოურინიოს).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


89-ე წუთი. "სიტის" მეორე გოლი

ამ წუთისთვის მაიკლ კერიკმა ტრავმის გამო მოედანი დატოვა და ეს ისე გააკეთა, რომ ბევრი ფეხბურთელი ვერც კი მიხვდა, რომ კაცნაკლულნი თამაშობდნენ. შესაძლოა, ამან თავისი როლი ითამაშა გოლის გაშვებაში.

"სიტის" შეტევა სწორედ საყრდენი ზონიდან დაიწყო, სადაც ერერა მარტივად მოატყუეს ტურემ და ლამპარდმა. მარკოს როხოს უფრო მაღლა უნდა დაეკავა პოზიცია და ლამპარდისთვის სივრცე არ მიეცა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


ფლანგიდან პასის დროს როხო კვლავ გაუმართლებლად მოქმედებს კარის სიახლოვეს. კარისკენ დაბალი პასი რომ გაკეთებულიყო, მას სმოლინგი დაიჭერდა. ვფიქრობ, როხოს მთავარი შეცდომა იმაშია, რომ პარტნიორების პოზიციებს ყურადღებას არ აქცევს, ამას კი მოედანზე არასწორი განლაგება და გადაწყვეტილელები მოჰყვება. შესაძლოა, ეს მხოლოდ იმის შედეგია, რომ შეცვლის შემდეგ მოთამაშე თამაშში კარგად ვერ ჩაერთო.

სმოლინგმაც გამოტოვა აგუეროს გარბენი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


მიუხედავად გატანილი გოლისა, დე ხეა უნდა აღინიშნოს - მან თითქმის მოიგერია "მკვდარი" ბურთი, რამდენიმე სანტიმეტრით დაბლა რომ ჰქონოდა ხელი, არც გოლი გავიდოდა.



თამაშგარეები

ფელაინის გოლი

გატანილი გოლის დროს თუ ძალიან გსურს, შეგიძლია ფელაინი თამაშგარეში ჩათვალო. მაგრამ რადგანაც ხელი თამაშგარის ფიქსაციისას არ ითვლება, ჩანს, რომ მარუანი და მცველი ერთ ხაზზე იმყოფებოდნენ. ასეთი მომენტები შემტევის სასარგებლოდ წყდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


მატას გოლი

მომდევნო ეპიზოდში კი ყველაფერი ცალსახაა - 100%-ანი თამაშგარე. ასეთი გოლი კი შეიძლებოდა დაკარგულიყო.

სიხარულის მექანიზმები

დავუბრუნდეთ იმას, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდით. "იუნაიტედი" იგებს ორთაბრძოლას მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე და პირველ რიგში იმის წყალობით, რომ რიცხობრივ უპირატესობას ქმნის. ფილ ნევილმა აგუეროსა და მილნერის არასაკმარის დისციპლინირებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც წინ თამაშობდნენ და უკან დახევა ავიწყდებოდათ, რაც შემდეგ სურათს გვაძლევს:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (ტაქტიკური განხილვა)


მოედნის ცენტრში "იუნაიტედის" ფეხბურთელებს 2-თ მეტი ფეხბურთელი ჰყავთ. მოდით გადავხედოთ, როგორ გამოიყურება ეს მოქმედებაში:



იგივე ეხება ფლანგებსაც, რაც "ლივერპულთან" და "ტოტენჰემთან" მატჩებში აღვნიშნეთ. "იუნაიტედი" ძალიან სახიფათო იყო ამ მატჩში ფლანგებიდან, მატას, იანგის, ფელაინისა და ერერას მობილურობა პრაქტიკულად ყოველთვის ქმნიან რიცხობრივ უპირატესობას, ეს კი ნიშნავს შეტევის განვითარების მრავალ ვარიანტს.

პერსონალები

რთულია ვინმეს გამოყოფა. მთელმა გუნდმა უბრალოდ შესანიშნავად ითამაშა. შესაძლოა, დეილი ბლინდი არ გამოიყურებოდა ისე დამაჯერებლად, როგორც წინა შეხვედრებში და სწრაფი ნავასი მისი ფლანგიდან რეალურ საფრთხეს ქმნიდა, მაგრამ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ამ ფეხბურთელის წილი შეტევაში უფრო არსებითია.

ალბათ, ცალკე მხოლოდ ერთ ადამიანზე ღირს საუბარი.

ანხელ დი მარია

ერთი შეხედვით ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ მინდა დი მარია ერთი მიზეზის გამო გამოვყო: მან შეუქმნა კონკურენცია ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა თავიანთ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ. იანგი და მატა მართლაც დაუჯერებელნი არიან. ანხელს შეუძლია გამოვიდეს როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ, ამიტომაც ორივე ფეხბურთელს უწევს კონკურენციას.

თავად ანხელს კი თუ სურს სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს, მოედანზე უფრო მეტი უნდა იფიქროს. დიახ, არსებობს სისწრაფე, არის ტექნიკა, არის 11 ადამიანი, მაგრამ სწორხაზოვანი გადაწყვეტილებები და დაცვაში სისუსტე ლუის საშუალებას არ აძლევს ფსონს ვარსკვლავზე ჩავიდეს.

ბონუსი



ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: De_Gea
13 აპრილი 2015 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მართლაც მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა მატჩი , თითქმის ყველამ ბლინდის გარდა no მარა ბლინდის გამართლება შეიძლება recourse ნავასი ძაან სწრაფია და თან ბლინდი უფრო შეტევითი სტილის ფეხბურთელია
0
№2
ავტორი: RojoDiablo
13 აპრილი 2015 19:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რაღა უნდა თქვა, ისედაც ბევრი რამ ვთქვით. ვალენსია გუშინ სხვების ფონზე დაიჩაგრა, არ გაგვიხსენებია მისი კარგი თამაში. არადა პირველი ტაიმის ბოლოს მახსოვს აგუეროს საიდან მიუსწრო და როგორ შეტევას გადაგვარჩინა. მარჯვენა ფლანგზე გარბოდა კუნი და ქვევით სულ მარტო მყოფი სილვა იდგა, რომელსაც ალბათ მიაწვდიდა პასს, მაგრამ ანტონიომ საშინელი სისწრაფე გამოავლინა.

აგუეროს უკვე 8 გოლი აქვს ჩვენთან თუ არ ვცდები და ეს არის პრობლემა.

კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს, რომ არ დანებდნენ სწრაფი გოლის მერე და ყოჩაღ დე ხეას, რომ ისეთი პასი გააკეთა პირველი გოლის დროს. კარგად ვითამაშეთ, ძალიან მაგრად და იმედია ასევე შევინარჩუნებთ. მოტივაცია უნდა იგრძნოს გუნდმა. აუცილებელია.

დე ხეამ რო კარგი პასები დაამუღამა და უაზროდ არ იგერიებს ბურთს ეგეც აღსანიშნავია, ფელაინისკენ გზავნის და ეგეც კიბით ჩითავს, თავს არ მაზავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
13 აპრილი 2015 20:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად გამიტყდა დე ხეამ ის ბურთი რო ვერ აიღო, არადა ცოტა დააკლდა უმაგრესი სეივი იყო

პირველივე წუთებზე რაღაც არეულებს ჰგავდნენ, მაგრად შედგნენ და თავიდანვე ვთქვი რობეს ასტონ ვილა არაა და ეგრე მარტივად არ ჩაივლის მომენტები თქო. შედეგიც სახეზეა. იყო შეცდომები მაგრამ იდეალურად ითამაშა მეტნაკლებად ყველამ, ბლინდს სისწრაფით მაგრად ჩაგრავდა ნავასი მარა თავი მაინც ნორმალურად გაართვა.

დი მარიასგან მეტს ველოდი, მაგის შემოსვლას ისევ იანუზაი შემოსულიყო ის ჯობდა.

ვალენსიაც კარგი იყო რამდენიმე ეპიზოდში დაცვაში კარგად გაისარჯა
0
№4
ავტორი: love united
13 აპრილი 2015 20:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვალენსიამ რა იკადრა გოლის დროს :/ იმენა ეგ მომენტი უნდა ამოჭრა და ფეხბურთელ ბავშვებს ანახო და დაემუქრო, ასე თუ ოდესმე იზამთ ფეხებს გადაგიმტვრევთ მუხლებშითქო.
0
№5
ავტორი: Fenix
13 აპრილი 2015 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
მოკითხვა მოუს wink
0
№6
ავტორი: Count Alucard
13 აპრილი 2015 21:05
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მართალია მოვიგეთ მაგრამ ძალიან უსუფთაო მოგება იყო, 2 გაშვებული გოლის გარდა ბევრი შეცდომა დაუშვეს, ჩელსიც ცუდ ფორმაშია და ასე შეიძლება იმათაც მოვუგოთ, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში მყოფ ძლიერ გუნდებთან ასეთი თამაშით ვერ მოვიგებთ.
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 აპრილი 2015 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიუხედავად იმისა, რომ 4 გოლი გავიტანეთ შეცდომები მრავლად იყო. ყველაზე მეტად უსუსურები პირველი გოლის დროს ივნენ, თუმცა ყველაფერი გამოასწორეს და 3 ქულაც ავიღეთ.

ვალენსიას მართლა ბრავო აგუეროს რო ესე მაგრად გაუმკლავდა, დე ხეასაც ცოტა დააკლდა რო აგუეროს დუბლი არ შეეესრულებინა. ხო მართლა ბონუსმა გააასწორა acute2 wink
0
№8
ავტორი: Wardell
14 აპრილი 2015 03:54
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
სამწუხაროდ თამაშს ლაივში ვერ ვუყურე და მხოლოდ ახლა მომიწია ყურაბე, თუმცა მაინც ემოციებში ვარ და ძალიან მიხარია.

თამაშს რაც შეეხება, ძალიან ცუდი პირველი 8 წუთი იყო, უაზროდ დაბნეულები დარბოდნენ და თითქოს არ იცოდნენ სად იყვნენ. სწაფმა პასუხმა(იანგის გოლმა) თამაშის სადავეები ისევ ჩვენ ხელებში ჩააგდო და ამით ვისარგებლეთ კიდევაც. თამაშგარეებზე უაზროდ ლაპარაკი არ მინდა ყველაფერი ნათელია, მატა იყო ფელაინი არა, თუმცა არაუშავს ზოგჯერ გაგვიმართლებს, ზოგჯერ არა.

ბლინდი და დი მარია იყვნენ ალბათ ყველაზე ამოვარდნილი ფიგურები გუნდიდან, ბლინდი არა მარტო დაცვაში, შეტევაშიც ბევრს სცოდავდა, ძირითადად პასების დროს, თითქოს დაღლილია ან სხვა რამე სადარდებელი ჰქონდა, ნუ ამას იმედია მალე მოაგვარებს. ერერა მაოცებს, ისე ოსტატურად იღებს ბურთს და იცილებს მეტოქეს ერთი დიდი სიამოვნებაა ამის ყურება. აიიი ანხელი კი არც დაცვაში ჩადის, არც შეტევაში წყვეტს ვარსკვლავებს, ახლა ეგოისტობაც დაუწყია, მოკლედ მართლა იანგის მოტივაციისთვის თუ გადაიხადეს 60 მილიონი ვაი ჩვენს პატრონს.

ისე თუ შეამჩნიეთ ვინმემ ფალკაოს რო აღარ დაუკარგავს ბურთი მიღებისას :)))) მაგრამ მაინც ბევრი აქვს სამუშაო, თუ აპირებს/უპირებენ დარჩენა/დატოვებას, ინგლისში.

იმედი მაქვს კერიკის ტრავმა სერიოზული არ იქნება, დიდი ძალაა ძალიან და მითუმეტეს მატიჩის წინააღმდეგ. არ მინდა პერსი დაბრუნდეს, იდეალურადაა ყველაფერი და არ არიოს :((((

იანგს ბრაოოოო good2 , ამდენი თუ შეეძლო მაგ დალოცვილს დი მარიას გარეშე ვერ შვებოდა? wink
0
№9
ავტორი: AkkRed
14 აპრილი 2015 10:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე ყველაზე გავამახვილეთ ყურადღება და ფელაინზეც აქამდე ვთქვი რომ მატა შეჭამა, ერერაზე რომ სილვა დაფარა, მაგრამ მატამ რომ დაცვაში თამაში ისწავლე და ბურთს მშვენივრად ინარჩნებს და თავისუფლად გამოქვს ნეტავ მოურინიო თუ დაინახავს 18-ში lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top