მარუან ფელაინიმ განაცხადა, რომ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ თავის ძველ ფორმას დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ მარუანი გასულ სეზონში მოიესის თავკაცობის დროს ზაფხულის ერთადერთი შენაძენი იყო.
"ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ მარუანმა დიდი რეგრესი განიცადა და გულშემატკივრები მისით უკმაყოფილონი იყვნენ. ბელგიელს ექსპერტები და გულშემატკივრები კრიტიკას არ აკლებდნენ. ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ მარუანის დარჩენის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ლუი მზადაც კი იყო გაეშვა იგი "ფიორენტინაში", მაგრამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ მარუანი უკან "ოლდ ტრაფორდზე დააბრუნეს".
ლუი ვან გაალი სეზონის დასაწყისში არცთუ დიდ ნდობას უცხადებდა მარუანს, მაგრამ ფელაინიმ შეძლო და დაუბრუნდა იმ ჩვეულ ფორმას, რომელსაც ერთ დროს "ევერტონში" აჩვენებდა.
"ჩემი "მანჩესტერული" კარიერა საშინლად დაიწყო. მოიესის დროს საშინელ წნეხს ვგრძნობდი, ზოგ მომენტში მეგონა, რომ ის დამცინის კიდევაც. მე შემექნა კომპლექსები, მაგრამ ლუი ვან გაალის მოსვლით ყველაფერი შეიცვალა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე მე გავუგე მის ფილოსოფიას. ის იძლევა დამატებით მუხტს და თვითრწმენას. ჩემს კარიერაში დგება ახალი პერიოდი და უფრო წარმატებულია ვიდრე წინა 2 სეზონი", - განაცხადა ბელგიელმა.