გუშინ, პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "იუნაიტედმა" "სიტი" დაამარცხა და სამეულში ადგილი დაიმკვიდრა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. დავიდ სილვას გადაცემით სერხიო აგუერომ ისარგებლა და გუნდი დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები მოედნის ცენტრს დაეპატრონნენ და მალევე წონასწორობაც მალევე აღადგინეს ეშლი იანგის გოლის წყალობით. 27-ე წუთზე მარუან ფელაინიმ თავური დარტყმით წინ გაყვანა იუნაიტედი.
მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რასაც 67-ე წუთზე მატას გოლი მოჰყვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. ზუსტად 6 წუთში კრის სმოლინგმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა. "სიტიმ" სხვაობის შემცირება 89-ე წუთზე მოახერხა სერხიო აგუეროს გოლის წყალობით. 32 ტურის შემდეგ "იუნაიტედი" 65 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და 1 ქულით ჩამორჩება "არსენალს".