თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2015, 15:49
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2396,
კომენტარები: 4
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2 (მიმოხილვა)
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა
გუშინ, პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "იუნაიტედმა" "სიტი" დაამარცხა და სამეულში ადგილი დაიმკვიდრა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. დავიდ სილვას გადაცემით სერხიო აგუერომ ისარგებლა და გუნდი დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები მოედნის ცენტრს დაეპატრონნენ და მალევე წონასწორობაც მალევე აღადგინეს ეშლი იანგის გოლის წყალობით. 27-ე წუთზე მარუან ფელაინიმ თავური დარტყმით წინ გაყვანა იუნაიტედი.

მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რასაც 67-ე წუთზე მატას გოლი მოჰყვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. ზუსტად 6 წუთში კრის სმოლინგმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა. "სიტიმ" სხვაობის შემცირება 89-ე წუთზე მოახერხა სერხიო აგუეროს გოლის წყალობით. 32 ტურის შემდეგ "იუნაიტედი" 65 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და 1 ქულით ჩამორჩება "არსენალს".

მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი 4:2

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
გოლები: 0:1; 4:2 აგუერო (8; 89), 1:1 იანგი (14), 2:1 ფელაინი (27), 3:1 მატა (67), 4:1 სმოლინგი (73).
გაფრთხილებები: მილნერი, სილვა, კომპანი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ჯონსი (როხო 75), სმოლინგი, ბლინდი, ვალენსია, კერიკი, ერერა, ფელაინი (ფალკაო 83), იანგი, მატა (დი მარია 80), რუნი.

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი (მანგალა 46), ზაბალეტა, კლიში, ტურე, ფერნანდინიო, სილვა, ნავასი (ლამპარდი 74), მილნერი (ნასრი 63), აგუერო.


მიმოხილვები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
13 აპრილი 2015 15:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ანგარიში არ უნდა გაეფუჭებინათ wink ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თამაშის არ წაგება იყო მარა მაინც მაგრად მიტყდება უფრო მეტი გოლი რო ვერ შევაგდეთ და ესე უაზროდ გავუშვით გოლები
0
№2
ავტორი: AkkRed
13 აპრილი 2015 16:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ორჯერ მიეცაყ ყველაზე რეალურული შანსი და ორივეჯერ არ დაგვინდეს. ჩვენ კი 2ჯერ მეტი უნდა გაგვეტანა
0
№3
ავტორი: Macklemore
13 აპრილი 2015 17:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ, ძაან მაგარი მატჩი იყო. როგორც დიმამ თავის სტატიაში თქვა- "მანჩესტერის აღდგომა" იყო გუშინ!
0
№4
ავტორი: RojoDiablo
13 აპრილი 2015 19:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აგგუერომ რომ გაიტანა მაინცდამაინც ეგ მწყინს. რუნის წამოეწევა ასეთი ტემპით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top