"სიტისთან" მატჩის შემდეგ "იუნაიტედმა" არ მოაწყო ვახშამი, რომელსაც ფეხბურთელები და მწვრთნელები სტუმრობენ. მიუხედავად ამისა "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა დერბიში გამარჯვება მაინც აღნიშნეს. ლუი ვან გაალმა გამარჯვება თავის ცოლთან ერთად ჩინურ რესტორან Wing’s-ში აღნიშნა.
"ახლა მე შემიძლია მისტერ ინგის რესტორანში წასვლა. გამარჯვების შემდეგ შენ ნამდვილად იმსახურებ ამას. დერბიში წაგების შემდეგ რომ წავსულიყავი ამ მშვენიერ ადგილას, გულშემატკივრები იტყოდნენ: "რას აკეთებს ეს ვან გაალი? მისმა გუნდმა წააგო და თვითონ მანჩესტერის საუკეთესო რესტორანში ერთობა?", თუმცა ჩვენ მოვიგეთ, ამიტომ უფლება მაქვს დღე კარგად დავასრულო."
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლანდიელი რესტორნიდან გამოსვლის დროს "მანჩესტერ სიტის" ქალთა საფეხბურთო კლუბის ორ წევრთან ერთად, იზაბელ კრისტიანენსთან და ტონი დუგენთან ერთად შეამჩნიეს. ტონი დუგენს ლუი ვან გაალთან ერთად ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ "სიტის" გულშემატკივრებისგან ლანძღვის მოსმენა მოუწია.
ანდერ ერერა და ხუან მატა ესპანურ რესტორანში, La Bandera-ში აღნიშნავდნენ გამარჯვებას. დეილი ბლინდი კი იმავე მისტერ ინგის რესტორანში შეამჩნიეს. მარკოს როხომ კი გამარჯვება ოჯახთან ერთად აღნიშნა.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.