გარი ნევილს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
კონკურენტი "მანჩესტერ სიტის" დამარცხებამ ლუი ვან გაალის გუნდის ტრანსფორმაცია სრულად დაასრულა.
"წითელი ეშმაკები" სეზონის დასაწყისში გაცილებით ცუდ შედეგებს და ცუდ თამაშს აჩვენებდნენ, თუმცა "იუნაიტედმა" შეძლო და საკუთარი თამაში იპოვა.
გარი ნევილს მიაჩნია, რომ მისი ყოფილი გუნდი მომდევნო სეზონში დაბალი დონის გუნდების წინააღმდეგ ქულებს აღარ დაკარგავს და ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს.
"ვან გაალი გაარჩევს მატჩებს, რომლებშიც მიმდინარე სეზონში ქულები დაიკარგა და იმ მომზადების დონის გათვალისწინებით, რომელსაც გუნდმა მიაღწია, მომდევნო სეზონში ამ მოწინააღმდეგეების დამარცხებას მოახერხებენ.
თავდაჯერება მხოლოდ გაიზრდება. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ტიტულები მოგებული აქვთ და კვლავ იგრძნეს, რომ თავდაჯერება და ოსტატობა დაუბრუნდათ.
პირველი შემთხვევა იყო, როცა ლუი ვან გაალმა, ხუან მატამ და მარუან ფელაინიმ "ოლდ ტრაფორდის" რეალური ატმოსფერო დაინახეს.
სწორედ ამის შექმნა მოახერხა "იუნაიტედმა" და ეს უზარმაზარ რწმენას დანერგავს საკუთარი თავისადმი. ყოველთვის ასე ხდება, როცა დიდ მატჩებს იგებ", - განაცხადა ნევილმა.
"ტოტენჰემის", "ლივერპულის", "ასტონ ვილასა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრები მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" საუკეთესო თამაშებად არის აღქმული.
"ახლა უდიდეს თავდაჯერებას იძენენ. ეს ოთხი მატჩი ფანტასტიური გამოდგა.
"ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩის დროს შეიძლება გეთქვათ: "დეზები" იმ დღეს ცუდად თამაშობდნენ". ამიტომ იფიქრებდით: "არის კი ეს რეალური ძალა?"
მაგრამ "ენფილდზე" ჩასვლა და მოგება ნამდვილად გაგაჩუმებს, რადგან იქ გამარჯვება ყოველთვის რთულია და მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ფორმაშია "ლივერპული", სეზონში რა მაჩვენებლები აქვს ან როგორ ვითარდებიან.
მაგრამ დღევანდელი თამაში, მით უმეტეს, "სიტიმ" კარგად დაიწყო და დაწინაურდა, უბრალოდ საოცარი შესრულებაა."