"ეტიჰადზე" წაგებული თამაშის შემდეგ, "წითელი ეშმაკუნები" მოუთმენლად ელოდნენ განმეორებით მატჩს "ოლდ ტრაფორდზე" და ემზადებოდნენ რევანშის ასაღებად. 90 წუთით მანჩესტერი უნდა გაჩერებულიყო. სამყაროს კიდევ ერთხელ უნდა დაენახა "მანჩესტერის" ნამდვილი ფერი. მატჩის წინ სოციალური ქსელები აჭრელებული იყო ფრაზებით: "ქალაქი არასდროს ყოფილა მათი"; "მანჩესტერი" წითელია", "ისინი ამაყობენ ფულით, ჩვენ ვამაყობთ ისტორიით" და მრავალი სხვა.
საოცარი ატმოსფერო სუფევდა "ოლდ ტრაფორდზე". აგუეროს გოლის შემდეგ, ალბათ, თითოეული "ეშმაკუნას" გული რამდენიმე წუთით გაჩერდა, მაგრამ იანგის გოლმა ყველაფერი შეცვალა და "მანჩესტერმა" ჩვეული ქამბექით თანაქალაქელები მიწასთან გაასწორა.
გასაკვირი არც არის, რომ თამაშის შემდეგ სოციალური ქსელი სიწითლემ მოიცვა. აღფრთოვანებული ფეხბურთელები თავიანთ ემოციებს "ტვიტერის" საშუალებით გამოხატავდნენ. ზოგიერთი მათგანი გულშემატკივრებს უხდიდა მადლობას, ზოგს დერბის მოგება უხაროდა, ზოგიც გატანილი გოლით იყო ბედნიერი, მაგრამ იყო ერთი საერთო ფრაზა, რომელიც თითქმის ყველა ფეხბურთელის პოსტს ამშვენებდა - "მანჩესტერი" წითელია!"
ბლინდი: "მანჩესტერი" წითელია!"
ფელაინი: "ოლდ ტრაფორდზე" დღეს საოცარი ატმოსფერო სუფევდა... ძალიან დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!"
ერერა: "ეს საოცარი, სრულყოფილი დღე იყო ფანებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. უნდა განვაგრძოთ ბრძოლა!"
იანუზაი: "მანჩესტერი" წითელია!
ჯონსი: "დიახ! დიდებული შედეგი მოვიპოვეთ დღეს! "მანჩესტერი" წითელია!"
მატა: "დიახ! ყოჩაღ, ბიჭებო! დიდებული გამარჯვება!"
როხო: "დიდებული გამარჯვება და საოცარი ატმოსფერო "ოლდ ტრაფორდზე". მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარს."
სმოლინგი: "აღფრთოვანებული ვარ შედეგით და ძალიან მიხარია, რომ მოვახერხე გოლის გატანა! "მანჩესტერი" წითელია!"
ვალდესი: "დიდებული თამაში, დიდებული გამარჯვება "სიტის" წინააღმდეგ! ვამაყობ გუნდით და ჩემი მეგობრით, ხუან მატათი."
დე ხეა: "ვამაყობ, რომ წითელი ვარ, ვამაყობ ამ ფანებით! ასე უნდა განვაგრძოთ!"
რუნი: "ყოველთვის სასიამოვნოა დერბის მოგება. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, რომელიც დღეს უბრალოდ ბრწყინვალე იყო! მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ."
დერბის შედეგს ყოფილი "მანჩესტერლებიც" გამოეხმაურნენ:
ოუენი: "მანჩესტერული" დერბი არასდროს არის იმედგამაცრუებელი. დიდებული თამაში. ყველანაირი ზეწოლა ახლა პელეგრინზეა."
შმაიხელი: "ეს იყო ზუსტად ის "მანჩესტერი", რომელიც გვახსოვს, ნამდვილი "იუნაიტედი". ყოჩაღ, ბიჭებო! ასე გააგრძელეთ თამაში და ვინ იცის რა მოხდება, ტიტული ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.