"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ დერბიში გამარჯვებამ მის გუნდს ქალაქის საუკეთესო გუნდის სტატუსის აღდგენის საშუალება მისცა.
ვან გაალის შეგირდებმა "სიტი" 4-2 ანგარიშით დაამარცხეს და "ქალაქელები" მეოთხე ადგილზე დატოვეს.
ლუის მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" კვლავ იქცა ქალაქის დომინირებად ძალად.
"ამჟამად მათ 4 ქულით ვუსწრებთ, ასე რომ, ფაქტია - "იუნაიტედი" "სიტიზე" უკეთესია. შენ გულშემატკივრებისთვის თამაშობ, სეზონის დასაწყისში კი "იუნაიტედის" ქომაგობა არცთუ ძალიან სასიამოვნო იყო, ჩვენ ხომ საწყის 11 ტურში მხოლოდ 13 ქულა გვქონდა, მაგრამ ისინი მაინც გვიჭერდნენ მხარს.
ახლა კი შეუძლიათ ქუჩაში გამოვიდნენ და თქვან: "წელს ქალაქში ჩვენ ვართ საუკეთესო გუნდი, რადგან ორი დერბის ჯამში ბურთების სხვაობა ჩვენს მხარეზეა", - ციტირებს ვან გაალს FIFA-ს ოფიციალური საიტი.