ეშლი იანგი მოხარულია, რომ "ხმაურიანი მეზობლების" გაჩუმებაში თავისი წვლილი შეიტანა და "მანჩესტერ იუნაიტედს" დერბიში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
"ვგრძნობთ, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. თავდაჯერება დიდი ხნის განმავლობაში ცამდე მაღალი იყო და გვინდა ასეთი ფორმა შევინარჩუნოთ.
გულშემატკივარი გასაოცარი იყო იმ დროიდან მოყოლებული, როცა გასახურებლად გამოვედით. არა მგონია, ასეთი ხმაური მანამდე მსმენოდა. გვინდა ჩვენი ხმაურიანი მეზობლები დავადუმოთ და ასეც გავაკეთეთ.
როცა 3-1-ით ან 4-1-ით იგებ, მხოლოდ ბურთის შენარჩუნება უნდა მოახერხო და ეს შევძელით. კარასი (მაიკლ კერიკი) ტრავმის გამო მოედნიდან გავიდა და 10 კაცით დავრჩით, რის შემდეგაც გოლი გაგვიტანეს, მაგრამ ამის შემდეგ თამაში დასრულებული იყო, თუმცა ვფიქრობ, 3-1-ზეც ყველაფერი დასრულდა.
თავადაც წარმოიდგენთ, რომ ატმოსფერო გასახდელში დაიმუხტა. დერბიში გამარჯვება, განსაკუთრებით ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, ნიშნავს, რომ ფანტასტიური აღნიშვნა გვექნებოდა.
ანგარიშის გამთანაბრებელი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როცა ერთი ბურთით მარცხდები, გინდა, მალე გაიტანო და თამაშში დაბრუნდე. ამის გაკეთება მოვახერხეთ და ამაზე არ გავჩერდით.
პირველი 10 წუთი კარგი არ იყო, შემდეგ კი ყველაფერი ჩვენს ხელთ აღმოჩნდა. არა მგონია, "სიტი" მიმხვდარიყო საიდან დაარტყეს. როცა შესვენებაზე გავედით, ვთქვით, რომ მომდევნო გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. გატანა მატას შესანიშნავი გოლის წყალობით მოვახერხეთ, მეოთხე გოლმა კი თამაში საერთოდ დაასრულა", - განაცხადა იანგმა მატჩის შემდეგ.