დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მატს ჰუმელსი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაბარგებაზე ფიქრობს.
კლოპის შეგირდები მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი გუნდის კაპიტანი სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას აპირებს.
"ჰუმელსი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის საკმარისად კარგია. მითხრა, რომ ამაზე ფიქრობს." - განაცხადა კლოპმა.
თავად მცველმა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს ეწურება, განაცხადა, რომ საზღვარგარეთ სათამაშოდ მზად არის.
"ვფიქრობ, საზღვარგარეთ გადასვლა ჩემი პროფესიონალური და პირადი ყოფისთვის კარგი იქნებოდა. ოდესმე ბუნდესლიგას დავტოვებ." - აცხადებს მატსი.