"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელით ინტერესდება, რომელსაც სამშობლოში "ახალ არიენ რობენს" უწოდებენ.
"ტვენტეს" 17-წლის მოთამაშე ბილალ ულდ ჩიხი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა და თავისი თამაშით კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ულდ ჩიხის მოქმედი კონტრაქტი 14 თვეში იწურება და მისით "მილანი", "ინტერი" და "ფიორენტინაც" ინტერესდებიან.
ჰოლანდიელის დებიუტი ეროვნული ნაკრების 19-წლამდელთა გუნდში გასული წლის მაისს 16 წლის ასაკში შედგა. თინეიჯერმა გოლის გატანაც მოახერხა და გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვაში დაეხმარა.