თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2015, 17:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 4
დერბი - ტაქტიკური პრევიუ
მოახლოებული დერბის ტაქტიკური პრევიუ.
დერბი - ტაქტიკური პრევიუ
"მანჩესტერ სიტის" სათამაშო მოდელი ყველაზე ხშირად შემდეგ სახეს იღებს:

* 4-4-2, სადაც დავიდ სილვა ფლანგიდან იწევს და მოწინააღმდეგის დაცვის ხაზებს შორის არსებულ სივრცეში იხსნება.

* 4-2-3-1 აშკარად გამოხატული ფლანგის ნახევარმცველებით და დავიდ სილვა თავისუფალი შემტევი ნახევარმცველის რანგში მოქმედებს.

თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციების თანახმად, ორივე ვარიანტში ფლანგის მცველები შეტევაში აქტიურად ერთვებიან.

ვიწინასწარმეტყველებ, რომ დერბის "მანჩესტერ სიტი" 4-2-3-1 სქემით ითამაშებს. პელეგრინი ამ სქემას თითქმის ყოველთვის იყენებს ტოპ-კლასის გუნდების წინააღმდეგ და მით უმეტეს, თუ გასვლაზე თამაშობს. ამასთან ერთად, არსებობს ვარიანტი ლამპარდით ნახევარდაცვის ცენტრში და სილვათი ფლანგზე.

პელეგრინი სასტარტო შემადგენლობის როტაციას მიმართავს: 4-5 მოთამაშეს ყოველ თამაშში ცვლის. ხელშეუხებელნი მხოლოდ ჰარტი, კომპანი, იაია ტურე, სილვა და აგუერო არიან.

"სიტის" შესაძლო შემადგენლობა:

დერბი - ტაქტიკური პრევიუ


შეტევა

1) მანუელ პელეგრინი ამჯობინებს ბურთის კონტროლს შეტევის მოკლე პასებით განვითარებით. "ჩვენი ფილოსოფია კონტრშეტევით თამაშზე არ შეიძლება იყოს დაფუძნებული: მოედანზე დომინირება გვინდა" - ამბობს ჩილელი. ახლა "იუნაიტედი" პოზიციურ დონეზე კარგ თამაშს აჩვენებს და პრემიერ ლიგაში ბურთის კონტროლის მიხედვით ლიდერია. ეს გამოისახება ბურთის მფლობელი ფეხბურთელისთვის მხარდაჭერაში: მას თითქმის ყოველთვის აქვს შეტევის განვითარებისთვის 2-3 ვარიანტი. თუ "იუნაიტედი" ბურთის დაუფლებას მოახერხებს, ეს "სიტის" თავისთვის აკომფორტული ფეხბურთის თამაშს აიძულებს. "ქალაქელთა" ბურთის ფლობა დიდწილად საყრდენ ნახევარმცველებზეა დამოკიდებული. იაია ტურე და ფერნანდო გუნდის შეტევის მთავარ ორგანიზატორებს წარმოადგენენ.

ამ შეხვედრაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, მოახერხებენ თუ არა ერერა და ფელაინი საყრდენ ნახევარდაცვაში "სიტის" მიერ ბურთის დაჭერის დროს გაჩენილი თავისუფალი ზონების ნეიტრალიზებას. თუ ეს მოხერხდება, ბურთის კონტროლი და შეტევის ორგანიზება პელეგრინის გუნდს გაუჭირდება.

დერბი - ტაქტიკური პრევიუ


2) მთავარი იდეა "სიტის" შემტევ ფეხბურთში - მოწინააღმდეგის დაცვაში ფეხბურთელების გადაადგილების ხარჯზე თავისუფალი ზონების შექმნაა. ერთი მოთამაშე ტოვებს საკუთარ პოზიციას და თან მიჰყავს მოწინააღმდეგის მცველი - თავისუფალ ზონაში პარტნიორი აჩქარებას ახერხებს და გამჭოლ პასს იღებს. გამჭოლი პასი ყველაზე ხშირად სილვას მიერ სრულდება მოწინააღმდეგის ზურგს უკან ნახევარდაცვასა და დაცვას შორის არსებული თავისუფალი ზონიდან. ამიტომ დაცვაში ყველაზე მეტად შიშს საყრდენი ზონა და კერიკის თამაში იწვევს. ბოლო ორ თამაშში ხაზებს შორის არასაკმარისი კომპაქტურობა შეიმჩნეოდა.

მაგალითი "ასტონ ვილასა" და "იუნაიტედის" მატჩიდან:

დერბი - ტაქტიკური პრევიუ


მოცემულ ეპიზოდში "ასტონ ვილა" "აწვება". წამებით ადრე - ისევ პასი საყრდენების ზურგს უკან და შემდეგ დაცვის ხაზებს შორის სივრცე ჩნდება. სილვა ამჯობინებს სწორედ ამ სივრცეში გაიხსნას, აუგერო კი ზურგს უკან გარბის.

გარდა ამისა, "მანჩესტერ სიტი" აქტიურად ტვირთავს ამ ზონას აგუეროსა და იაია ტურეს ჩარბენებით, რასაც ფლანგის მოთამაშეები ერთვებიან. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება რამდენიმე კითხვა:

რამდენად დაეხმარება ფელაინი დაცვას? რამდენად პროდუქტიულად და შეთანხმებულად იმოქმედებენ ფლანგისა და ცენტრალური მცველები?

3) კიდევ ერთი ზონა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს - "სიტის" შეტევის მარცხენა ფლანგია. შეტევის დასრულებით ფაზაში აქტიურ მონაწილეობას ფლანგის მცველები იღებენ. კლიშიმ და საბალეტამ პრემიერ ლიგაში სამ-სამი საგოლე გადაცემა შეასრულეს. მატა იანგთან შედარებით დაცვით თამაშში არასაკმარისად ეფექტურია და შეტევაში კლიშის ჩართვას შესაძლოა "იუნაიტედის" დაცვაში პრობლემები მოჰყვეს.

დაცვა

1) დაცვით ფაზაში "სიტი" 4-4-2-ზე გადადის, სადაც აგუერო და სილვა მოწინააღმდეგის შეტევას მოწინააღმდეგის ნახევარზე ხვდებიან. წართმევაზე აქტიურად არ მიდიან, არამედ ისინი ცდილობენ, საყრდენი ნახევარმცველებისთვის ბურთის მიწოდება აღკვეთონ. შედეგად, "იუნაიტედს" გაუჭირდება კერიკისთვის ბურთის მიწოდება და მოუწევს წინ გრძელი გადაცემა გააკეთოს. ამ გადაცემათა უმრავლესობა კი ფელაინისთან მიდის. შესაბამისად, "იუნაიტედის" შეტევის წარმატება დამოკიდებული იქნება მეორე სართულზე ფელაინის მოქმედებისა და "სიტის" ფეხბურთელებისთვის ბურთის წართმევის ერერას უნარზე, რასაც "ლივერპულთან" ძალზედ წარმატებულად აკეთებდა.

დერბი - ტაქტიკური პრევიუ


2) "სიტი" საკმაოდ მაღალი დაცვითი ხაზით თამაშობს და მცველები თამაშგარე მდგომარეობის შექმნისას ცდებიან. უფრო მეტად პერსპექტიულია მანგალას ზურგსუკან პასის გაკეთება. ეს პასები კი უფრო სახიფათო იქნება, თუ მანგალას ნაცვლად დემიჩელისი ითამაშებს.

ავტორი: პიოტრ ჩულკოვი.
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
12 აპრილი 2015 17:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზურგსუკან პასების გაკეთება მატაზე მაგრად არავის გამოსდის. კერიკმა ბოლო თამაში ჩააგდო მაგრამ იმედია ეხლა ითამაშებს ძალიან კარგად, იგივე შეცდომებს რაც წინა დაუშვეს სიტი გოლად გადააქცევს
0
№2
ავტორი: Macklemore
12 აპრილი 2015 17:51
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვაა დუმბო აღარ ხუმრობ! ძაან საჭირო და საინტერესო სიახლეა!
0
№3
ავტორი: RojoDiablo
12 აპრილი 2015 18:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვან გაალი და მისი ანალიტიკური ჯგუფი. მოწინააღმდეგეს ვსწავლობო ლუიმ თქვა და, რა თქმა უნდა, ეცოდინება ეს ყველაფერიც, თუმცა შემადგენლობა ისეთია, ზუსტად იგივე ფეხბურთის თამაშს აპირებს. რატომაც არა, ბურთის წართმევა გამოგვდის და არც აქ იქნებოდა ზედმეტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Mufc7
12 აპრილი 2015 18:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესოა! good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top