კენი დალგლიში მიიჩნევს, რომ მომდევნო მანჩესტერულ დერბიში "იუნაიტედი" ფავორიტია.
"სეზონის დასაწყისში ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ "იუნაიტედი" "სიტის" გადაასწრებდა. ამ ეტაპზე კი ეს აშკარა ფაქტია. ახლა ლუი ვან გაალის გუნდი "ქალაქელებზე" უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. "ცისფერები" ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან."
"იუნაიტედის" წლევანდელი გზა საკმაოდ არათანაბარი გამოდგა, მაგრამ ეს ახალი მწვრთნელითა და კომბინაციებით აიხსნება. მოთამაშეებს, როგორც ჩანს, ოთხი მცველით თამაში უფრო უადვილდებათ, ვიდრე ვან გაალის მიერ შემოთავაზებული სხვა ტაქტიკური მოდელები."
"იუნაიტედის" ფეხბურთელები ერთმანეთთან უფრო კომფორტულად ითამაშებენ. ასევე მათ ხელს საკუთარ კედლებში თამაში უწყობს. "ოლდ ტრაფორდზე" ისინი კარგად გამოიყურებიან. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მატჩი მათ სასარგებლოდ დასრულდება."–განაცხადა დალგლიშმა