მანჩესტერული დერბის დაწყებამდე Sky Sports-ის ექსპერტებმა ფილ ტომპსონმა და პოლ მერსონმა ორივე გუნდის მოთამაშეებისგან საუკეთესო თერთმეტეული გააკეთეს.
პოლ მერსონი:
"მიუხედავად იმისა, რომ ვენსან კომპანი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია, ის მაინც დიდი ფეხბრუთელი და დაცვაში ლიდერია. მას ჩემს ნაკრებში ფილ ჯონსი შევუწყვილე. დაცვის მარცხენა ფლანგი ორივე გუნდისათვის ძალიან პრობლემატურია, რადგან ამ პოზიციაზე არც ერთ გუნდს გამოჩენილი ფეხბურთელი არ ჰყავს, თუმცა მე ლუკ შოუ ავირჩიე. ამ სეზონში ის ისეთი კარგი არ არის, როგორც წარსულში იყო, თუმცა მას დიდი პოტენციალი აქვს."
"რა თქმა უნდა ჩემს ნაკრებში კერიკი იქნება. მე ნამდვილად მჭირდება დავიდ სილვაც და ვწუხვარ, რომ გუნდში ერერასათვის ადგილი ვერ მოვძებნე. გუნდი ბოლო რამოდენიმე კვირის საფუძველზე შევკრიბე. ათიანის პოზიციაზე მატა დავაყენე, ხოლო რუნისა და აგუეროს პოზიციების განხილვას არ ვაპირებ"
ფილ ტომპსონი:
"დავიდ დე ხეასა და ჯო ჰარტს შორის არჩევანის გაკეთება ადვილი არ ყოფილა. თუმცა უმაღლეს დონეზე ჩატარებული მთელი სეზონის გამო არჩევანი ესპანელზე გავაკეთე. ცენტში კი კომპანი-სმოლინგის წყვილი ავირჩიე. კრისი ამ სეზონში საგრძნობლად კარგად თამაშობს და საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ბლინდმა ჩემს ნაკრებში მარცხენა მცველის პოზიცია დაიკავა, მისმა მუშაობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი კარგ ფორმაშია."
"იანგი ალბათ "იუნაიტედში" ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია. სწორედ ასეთ შედეგებს უნდა აღწევდე "იუნაიტედის" კალიბრის გუნდებში. ვწუხვარ, რომ ნაკრებში ვერ მოხვდა ფელაინი. მასზე ამას 2-3 თვის უკან არ ვიტყოდი."