"იუნაიტედის" ლეგენდამ გარი ნევილმა განაცხადა, რომ თავის წლის სიმბოლურ გუნდში "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბრუთელებისათვის ადგილი ვერ მოძებნა.
დერბის მომლოდინე "იუნაიტედი" მესამე ადგილს იკავებს. ნევილმა კი განაცხადა, რომ მის ყოფილ კლუბში მყოფ მოთამაშეებს პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო არ შეიძლება ეწოდოს.
გარის თქმით, ანალოგიური სიტუაციაა "სიტიშიც". "ქალაქელები" ძალიან ცუდ სეზონს ატარებენ.
"ჩემს სიმბოლური ნაკრებში ვერც ერთი მანჩესტერული კლუბის ფეხბურთელს ვერ ვპოულობ. ეს არის ორივე კლუბის წარუმატებლობის შედეგი. შესაძლოა კიპერის პოზიციაზე დავიდ დე ხეა შემოგთავაზოთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ გასარკვევია."
"უეინ რუნი კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჰარი კეინისა და დიეგო კოშტას გუნდიდან ამოსაგდებად. ხუან მატა და მარუან ფელაინი დიდ ყურადღებას პროგრესზე ამახვილებენ, მარკოს როხო - საიმედოობაზე, მაგრამ ისინი ედენ აზარმა, ნემანია მატიჩმა და ჯონ ტერიმ დაჩრდილა."
"რა ხდება "სიტიში"? გარდა ჯო ჰარტისა "მანჩესტერ სიტის" არც ერთი მოთამაშე არ აჩვენებს ისეთ დონეს, რომელსაც ისინი საკუთარი თავისგან ელიან."-განაცხადა Sky Sports-ის ექსპერტმა