"მანჩესტერ სიტის" მენტორს მანუელ პელეგრინიმ აღიარა, რომ მას უკვირს თუ რატომ დაიწყო "იუნაიტედმა" ეზონის დარჩენილ ნაწილში კარგი ფეხბრუთის ჩვენება.
სტუმრად დამარცხების შემდეგ, "ეშმაკები" თანაქალაქელებს კვირას "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებენ. უკანასკნელმა მატჩებმა აჩვენა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" თანდათან სტაბილურობა მოიპოვა, ხოლო "სიტი" კი ზედიზედ სამ გასვლით მატჩში დამარცხდა.
"მე მათი თამაშით(სეზონის სტარტით) არ ვიყავი განცვიფრებული, რადგან ვიცი, რომ ლუი ვან გაალი ყოველთვის აჩვენებდა შემტევ ფეხბურთს და რომელ გუნდშიც არ მუშაობდა, ტიტულისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა.
"გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი შეიძინა: დი მარია, ფალკაო, ერერა, ბლინდი და სხვები. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს ფეხბურთელები ასეთ თამაშს სეზონის დასაწყისში ვერ აჩვენებდნენ. ამავე დროს, ამ მომენტში მათი თამაში არ მიკვირს."-განაცხადა ჩილელმა ESPN-თან.