"იუნაიტედის" ირგვლივ გავრცელებული სატრანსფერო ჭორები.
მატს ჰუმელსი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
თუმცა ის დორტმუნდის "ბორუსიას" ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, რომლითაც "წითელი ეშმაკები" ინტერესდებიან.
Bild-ი ირწმუნება, რომ ლუი ვან გაალს
ილკაი გიუნდოგანის შეძენა სურს და მის გადაბირებას ზაფხულში ეცდება.
გარდა ამისა, "იუნაიტედის" გულშემატკივართათვის დე ხეას თაობაზე სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
elconfidencial-ის თქმით,
დავიდ დე ხეამ "რეალის" ხელმძღვანელობას ამცნო, რომ მათ რიგებში არ გადაბარგდება, სანამ კასილიასი კლუბში იქნება.
ფეხბურთელი, რომელიც კლუბს აუცილებლად დატოვებს, ტომ ქლევერლია.
25-წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი იჯარის წესით "ასტონ ვილაში" გაატარა, მაგრამ მის სახელს
"ევერტონს" უკავშირებენ.
დაბოლოს, კატალონიური პრესის ცნობით, "ბარსელონამ"
დანი ალვეშს 15 დღე მისცა გადაწყვეტილების მისაღებად.
ბრაზილიელით "იუნაიტედი" ინტერესდება, თუმცა "წითლებს" კონკურენციას პსჟ გაუწევს.
წყარო:
M.E.N.