თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2015, 15:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1691,
კომენტარები: 6
ლუი: "მიზეზი ფეხბურთელია და არა მე"
ვან გაალი შეგირდებს აქებს.
ლუი:
ლუი ვან გაალმა თავისი შეგირდები შეაქო, რომელთაც სეზონის მიწურულს "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში წამყვან საფეხურებზე დააბრუნეს.

2 ნოემბერს "მანჩესტერ სიტისთან" "ეტიჰადზე" განცდილი მარცხის შემდეგ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ცხრილში მე-10 ადგილზე აღმოჩდნენ და თანაქალაქელ გუნდს 7 ქულით ჩამორჩებოდნენ. მაგრამ ახლა, 31 ტურის შემდეგ ვან გაალის შეგირდები მესამე ადგილზე იმყოფებიან და მანუელ პელეგრინის გუნდს 1 ქულით უსწრებენ.

ორ დერბის შორის 6 თვის შუალედში "იუნაიტედმა" 15 გამარჯვება იზეიმა, 4 მატჩი ფრედ დასრულდა და მხოლოდ ორი წააგო, შესაბამისად შესაძლო 69 ქულიდან 49 ქულა მოიპოვა. ეს შედეგი ყველაზე უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის მიერ ამავე პერიოდში ნაჩვენები.

როცა ჰკითხეს, რამ მოახდინა ესოდენ დიდი გავლენა, ლუიმ უპასუხა: "გასაღები ფეხბურთელები არიან, რომლებიც აუმჯობესებენ საკუთარ თავს პროცესში, რომელსაც ერთმანეთთან ერთად გავდივართ. მჯერა, რადგან ეს მხოლოდ ხუთი მატჩის შედეგი არ არის. ვფიქრობ, დაახლოებით 20 მატჩში მხოლოდ ორჯერ წავაგეთ, ასე რომ, მატჩების ხანგრძლივი პერიოდი გამოდგა, რომელშიც მოვიგეთ, ან როგორც მინიმუმ, არ წავაგეთ.

შენ თამაშობ ცუდად და თამაშობ კარგად, მაგრამ საბოლოოდ შედეგი კარგია და ამის მიზეზი ყოველთვის ფეხბურთელები არიან. სწორედ ფეხბურთელებმა უნდა გააკეთონ ეს სწორ დროს და სწორ ადგილზე. ახლა "სიტის" ერთი ქულით ვუსწრებთ და მეორე ადგილს მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით, ასე რომ, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს საკუთარ თავზე",
-განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 აპრილი 2015 15:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცვლილებების ბრალია რომელიც ადრევე უნდა გაეკეთებინა მაგრამ მაინც კაია რო მიხვდა wink აღარ უჭირავთ უაზროდ ბურთი და დაკარგვის შისით უკან არ აბრუნებენ. ეს მწვრთნელის დავალება იყო და არა ფეხბურთელების ფანტაზია

დავალებას ყოველთვის კარგად ასრულებდნენ, უმეტესობა მაინც
0
№2
ავტორი: RojoDiablo
11 აპრილი 2015 15:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სწორედ იმ მარცხვის მერე გვქონდა მერე 12 მატჩიანი წაუგებელი სერია. მერე არსენალს მოვუგეთ და მერე დაიწყო და დაიწყო, მაგრამ თამაში არ გვქონდა, მაშინ. ახლა გვაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
11 აპრილი 2015 15:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ახლა არსენალმაც და ჩელსიმას შესაბამისად ორ-ორი ქულა თუ დაკარგეს და ჩვენ გავიმარჯვეთ ეს იქნება რაღაც ძაან მაგარი.
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
11 აპრილი 2015 15:49
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ცოტა გონს რო მოგებოდა და ეს ცვლილებები ადრე განეხორციელებინა ალბათ 1-2 ვიქნებოდით
0
№5
ავტორი: Count Alucard
11 აპრილი 2015 22:32
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ვითომ თავმდაბალი ვარო რა lol არცერთი კომპონენტის დამსახურება არ არის ეს ცალკე, ერთობლივად მიაღწიეს შედეგს, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა.
0
№6
ავტორი: VaRdo
12 აპრილი 2015 03:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Rosso Diavolo
ცოტა გონს რო მოგებოდა და ეს ცვლილებები ადრე განეხორციელებინა ალბათ 1-2 ვიქნებოდით


მეორეზე იასნად ვიქნებოდით 1 ქულით მეტს ვეღარ ავიღებდით? პირველზე კი არამგონია. ყველა კარგავს ქულებს . ეგრე ჩელსისაც რო მარ დაეკარგა ქულები ეგეც პირველზე იქნებოდა უფრო მყარად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top