თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2015, 14:18
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1798,
კომენტარები: 9
"შეხედეთ მის გამოცდილებას, მას იღბლიანი არ შეიძლება ეწოდოს"
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელები მანჩესტერული დერბის შესახებ საუბრობენ.
ჯეიმი რედნაპმა, მარტინ კიოუნმა, ბრაიან რობსონმა და დენის ტაერტმა კვირას გასამართი მანჩესტერული დერბის შესახებ ისაუბრეს.

რატომ არის უპირატესობა "იუნაიტედის" მხარეს?

ჯეიმი რედნაპი: "ინგლისის თასზე "არსნელთან" დამარცხების შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ "იუნაიტედი" ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდა. სიტუაცია "ენფილდზე" შეიცვალა. გუნდი არა მხოლოდ იმარჯვებს ბოლო თამაშებში, არამედ აკეთებს ამას ლამაზად და ძალიან თავდაჯერებულად. რაც შეეხება "სიტის", მათი მდგომარეობა საპირისპიროდ არის. ისინი საკმარისად კარგები არ არიან."

მარტინ კიოუნი: "ნამდვილი ჩემპიონი წარსულში მიღწეულ წარმატებებს ივიწყებს და გამარჯვებების შემდეგ იწყებს სამუშაოებს განახლებული ენერგიით. "სიტი" ამჟამად დასვენებას აგრძელებს. ლუი ვან გაალმა კი ოპტიმალური შემადგენლობის ძიება დაასრულა."

ბრაიან რობსონი: ""სიტის" ბოლო წარუმატებლობამ ძალიან გამაკვირვა. "იუნაიტედმა" თავის მხრივ დიდი ნაბიჯი გადადგა და როგორც ჩანს, გუნდი ლუი ვან გაალის მოთხოვნებს უკვე შეეგუა."

დენის ტაუერტი: ""იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრა ლუი ვან გაალს მოთამაშეების ხანგრძლივ მომზადებაში დაეხმარა. "სიტიში" კი პირიქით, პელეგრინის ტაქტიკა აერია, გუნდმა კი საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობა დაკარგა."

"შეხედეთ მის გამოცდილებას, მას იღბლიანი არ შეიძლება ეწოდოს"


ვან გაალი - კარგი სტრატეგია თუ უბრალოდ გაუმართლა?

მარტინ კიოუნი: კომბინაცია ორში. ტრავმებმა ვან გაალი აიძულა უეინ რუნი თავდასხმაში კვლავ დაებრუნებინა. რაც შეეხება სატრანსფერო პოლიტიკას, ლუი ვან გაალის შენაძენები მოიესის ტრანსფერებს ბევრად სჯობდა.

ბრაიან რობსონი: შეხედეთ მის გამოცდილებას. მას იღბლიანი არ შეიძლება ეწოდოს. იგი საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებულია. ის კარგად იცნობს საკუთარ ფეხბურთელებს და მოედანზე ყოველ ადგილს ეძებს."

დენის ტაერტი: "ერთხელ ნაპოლეონმა თქვა, მირჩევნია ჩემს არმიაში იყვნენ იღბლიანი გენერლები, ვიდრე ტაქტიკურად ძლიერები. მსგავსი რამ შეიძლება ვან გაალზე თქვა. ვან პერსისა და ანხელ დი მარიას ტრავმებმა ჰოლანდიელს აიძულა მატასა და ფელაინის სახით სხვა ვარიანტები გამოეყენებინა."

ჯეიმი რედნაპი:"ხალხი კმაყოფილია შედეგით, რომელსაც ჰოლანდიელი აღწევს. კლუბი სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილშია, სადაც აუცილებლად უნდა იყოს. მან თქვა, რომ დრო სჭირდებოდა. ახლა კი სამუშაო უკვე დაასრულა."

"შეხედეთ მის გამოცდილებას, მას იღბლიანი არ შეიძლება ეწოდოს"


ვინ გაიმარჯვებს დერბიში?

ჯეიმი რედნაპი: "ვფიქრობ, "იუნაიტედი" ანგარიშით 2:1 გაიმარჯვებს. გუნდს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა აქვს, მათ ძლიერი იმპულსი მიიღეს. არ ვფიქრობ, რომ "სიტი" ასეთი სირთულეების შემდეგ წარმატების მიღწევას შეძლებს."

მარტინ კიოუნი: "იუნაიტედი". ვან გაალმა უკვე იპოვა მუშა ტაქტიკა და შეარჩია სწორი შემადგენლობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მატჩში "სიტი" ქულის აღებას შეძლებს."

ბრაიან რობსონი: "ბოლო დერბიში გამარჯვებული "სიტი" გახდა, თუმცა ამ მომენტში "იუნაიტედი" კარგ პოზოციაზეა. ვფიქრობ, თამაში ფრედ დასრულდება."

დენის ტაერტი: ""მანჩესტერ სიტიმ" იცის, თუ როგორ მიაღწიოს წარმატებას "ოლდ ტრაფორდზე" და მათ ეს ნამდვილად დაეხმარებათ. თუ მათ საკუთარი ძალის სჯერათ, ისინი კარგ შედეგს ნამდვილად მიაღწევენ."

წყარო: Redevils.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
11 აპრილი 2015 14:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რობსონისგან ამას არ ველოდი belay
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
11 აპრილი 2015 14:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რობსონი ჩვენს გამარჯვებას იწინასწარმეტყველებდა მეგონა :/
0
№3
ავტორი: LizarD
11 აპრილი 2015 14:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დერბია და ყველაფერი ხდება. დაველოდოთ, ფორმის მიხედვით კი უპირატესობა იუნაიტედს აქვს.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
11 აპრილი 2015 15:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
LizarD,
ეგ კი არა, ერთ მატჩში იმდენი რამ შეიძლება მოხდეს, გინდ დერბი იყოს და გინდ აუტსაიდერის და ლიდერის თამაში, წინასწარ ვერაფერს იტყვი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: fergie.27
11 აპრილი 2015 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას ეს ადამიანი
0
№6
ავტორი: GeorgeBest
11 აპრილი 2015 15:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც ჩანს, გუნდი ლუი ვან გაალის მოთხოვნებს უკვე შეეგუა


ვან გაალი უფრო შეეგუა პრემიერ ლიგას wink
0
№7
ავტორი: chudikone
11 აპრილი 2015 17:42
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კიდე 24 საათი რა მოითმენს დერბიმდე :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Count Alucard
11 აპრილი 2015 22:41
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ყველაფერი იქითკენ მიდის რომ უნდა მოვიგოთ ეს მატჩი და დავიმკვიდროთ ადგილი მესამე ადგილზე, სიტისთან 4 ქულიან ი უპირატესობა გვექნება, ჩელსისთან არ ვიცი რას ვიზავთ, მაგრამ არსენალს მოვუგებთ და მეორე ადგილზე გადავალთ, თუ ჩელსისაც მოვუგეთ ლონდონში მერე უკვე პირველი ადგილის ამბიციაც შეიძლება გაჩნდეს.
0
№9
ავტორი: VaRdo
12 აპრილი 2015 03:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფავორიტები ჩენ ვართ იასნად, მაგრამ მარტო ეს როდი კმარა? მთავარია ეს დავამტკიცოთ მოედანზე. მხოლდო 3 ქულა. სიტისთან 1 ქულაც მიუღებელი იქნება ყოველთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top