მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას დიეგო მარადონას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რადამელ ფალკაო ყველა სირთულეს ძალიან მალე გადალახავს.
"ნუ ეძებთ ჩემს სიტყვებში სურვილს ვინმეს თავი მოვაწონო, მაგრამ რადამელს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა რომ მიეღო, კოლუმბიის ნაკრები ტიტულს დაეუფლებოდა. ტრავმის შემდეგ ძველ დონეზე დაბრუნება მისთვის ძალიან რთულია. ინგლისში გადასვლის შემდეგ იგი უნდა მოერგოს სხვადასხვა სტილის ფეხბურთელებს და ახალ მოთხოვნებს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ძალიან მალე რადამელი ყველა სირთულეებს გადალახავს და ძველ დონეს დაუბრუნდება."
"ლუი ვან გაალი არ არის კარგი სულის ადამიანი, იგი საკუთარი ნატურით ეშმაკია. აი სწორედ ამიტომ მინდა, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ რადამელმა ბევრი გოლი გაიტანოს და გამარჯვებული გახდეს."-განაცხადა არგენტინელმა