რობინ ვან პერსი მანჩესტერულ დერბიში თამაშს ვერ მოახერხებს, თუმცა ვაჯრიშებს უკვე დაუბრუნდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი თებერვალში "სუონსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო ვერ ახერხებს თამაშს და ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი თანამემამულე არც კვირას იქნება მზად.
ვან გაალმა ისიც განაცხადა, რომ ჯერ არ გადაწყვეტილა კრის სმოლინგისა და ლუკ შოუს დაბრუნების საკითხიც.
როცა ვან გაალს ჰკითხეს, მზად იყო თუ არა ვან პერსი თამაშისთვის, მან უპასუხა: "არა. ის სავარჯიშო სესიებს დაუბრუნდა, ასე რომ, ეს პლუსია. ჩვენთან ერთად ორი დღის განმავლობაში ვარჯიშობდა და დღეს აღდგენით პროცესს გადიოდა. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის. სმოლინგსა და შოუს შესახებ კი უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. არა მგონია ლუკმა ითამაშოს, მაგრამ სმოლინგმა შეიძლება მოახერხოს."
როცა დი მარიას სასტარტო შემადგენლობაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ჰკითხეს, ვან გაალმა განაცხადა: "არა მარტო დი მარიამ, არამედ ყველა ფეხბურთელმა უნდა სცადოს გუნდში ადგილის დამკვიდრება.
დღეს ვარჯიშზე გუნდი თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ ვათამაშე და თეთრი გუნდი ძალიან კარგი იყო. თეთრი გუნდი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებისგან არ შედგებოდა და ისინი ძალიან იბრძოდნენ, ამიტომ ეს მომეწონა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მებრძოლი სული მომწონს."