თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2015, 22:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1791,
კომენტარები: 12
ვან პერსი ვერ ითამაშებს
რობინ ვან პერსი თამაშისთვის მზად არ არის.
ვან პერსი ვერ ითამაშებს
რობინ ვან პერსი მანჩესტერულ დერბიში თამაშს ვერ მოახერხებს, თუმცა ვაჯრიშებს უკვე დაუბრუნდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი თებერვალში "სუონსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო ვერ ახერხებს თამაშს და ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი თანამემამულე არც კვირას იქნება მზად.

ვან გაალმა ისიც განაცხადა, რომ ჯერ არ გადაწყვეტილა კრის სმოლინგისა და ლუკ შოუს დაბრუნების საკითხიც.

როცა ვან გაალს ჰკითხეს, მზად იყო თუ არა ვან პერსი თამაშისთვის, მან უპასუხა: "არა. ის სავარჯიშო სესიებს დაუბრუნდა, ასე რომ, ეს პლუსია. ჩვენთან ერთად ორი დღის განმავლობაში ვარჯიშობდა და დღეს აღდგენით პროცესს გადიოდა. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის. სმოლინგსა და შოუს შესახებ კი უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. არა მგონია ლუკმა ითამაშოს, მაგრამ სმოლინგმა შეიძლება მოახერხოს."

როცა დი მარიას სასტარტო შემადგენლობაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ჰკითხეს, ვან გაალმა განაცხადა: "არა მარტო დი მარიამ, არამედ ყველა ფეხბურთელმა უნდა სცადოს გუნდში ადგილის დამკვიდრება.

დღეს ვარჯიშზე გუნდი თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ ვათამაშე და თეთრი გუნდი ძალიან კარგი იყო. თეთრი გუნდი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებისგან არ შედგებოდა და ისინი ძალიან იბრძოდნენ, ამიტომ ეს მომეწონა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მებრძოლი სული მომწონს."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
10 აპრილი 2015 22:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გამხიარდეს თუ მეწყინოს? ვერ გამიგია და
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Rosso Diavolo
10 აპრილი 2015 22:25
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძაან კარგი
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 აპრილი 2015 23:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო დროს ყველას შეზიზღდა ეს areyoukiddingme

ფალკაოს გამოჩენა კი მინდა მარა არამგონია რაღაც რამე ქნას სიტისთან. გოლი თუ გვექნება გასატანი კი შემოაგდებს და გაუამრთლა პერსი რომ ვერ ითამაშებს, თორე შანსი არ იყო ეგ ეთამაშებინა
0
№4
ავტორი: bziki
10 აპრილი 2015 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გიორგი
ზიზღი კი არა მაგრა ველოდები ამის დაბრუნებას, იმხელა პროფესიონალია რო სიტყვებით ახსნა ჭირს, რუნიც 10 ანზე დადგება, ვიგაც შეეწირება იასნა ფელაინი ან ერერა მარა პერსის შედევრების ნახვა მიღირს ვიღაცის შეწირვად თუ დადებს მაგ შედევრებს, და ის ბაზარი რო პერსის ბრალი იყო ჩვენი ცუდი თამაში უბრალოდ ამზრზენია.ეხლა მოიხოდა გუნდი და მოხოდილ გუნდში პერსიც გაცილებით პროდუქტიული იქნება, სხვა შემთხვევაში გაალი დააჯენს სკამზე მჯერა გაალის პროფესიონალიზმის
0
№5
ავტორი: RojoDiablo
10 აპრილი 2015 23:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
ვინ ამბობდა, რომ ჩვენი ბრალი იყო არ ვიცი, მაგრამ იმასაც ვერ ვხვდები, საიდან გაქვს იმის გარანტია, რომ აწყობილ სისტემას, რომელიც კარგად მუშაობის, დამატებითი მექანიზმის დამატება მუშაობაში ხელს არ შეუშლის. დაბრუნება ერთია, მაგრამ მოსვლა და უცებ დაბრუნება მეორე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: VaRdo
11 აპრილი 2015 00:41
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
bziki,

ანუ თანახმა ხარ პერსის ერერა შეეწიროს? ოკ Seen
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: AkkRed
11 აპრილი 2015 01:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩელსისთან შემოუშვებს ბოლო 20 წუთს სათამაშოდ.
0
№8
ავტორი: bziki
11 აპრილი 2015 06:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
RojoDiablo
ზოგადად პერსის მიმართ ჩემი განწყობა დავწერე,თორე თუ ისეთ ფორმაში იქნება როგორშიც მანამდე იასნია ზამენაზე იქნება
პერსის დაბრუნებას ძაან ბევრი პოზიტივის მოტანა შეუძლია ამ წელს ბევრი თამაში არაა მართალაია მარა პერისის დაბრუნება ზოგადათ კარგი მოვლენაა და არა ცუდი და იმაზე წუხილი რო აწყობილ გუნდს დაშლის, ეგეთი განწყობას არ მივესალმები თუ ვინმე ამოსვა სასტავიდან დამსახურებულად ამოსვავს როცა ფორმას აკრიფავს თორე პერსი რო ტოპ თავდამსხმელია ვიცი რო იცი შენც

VaRdo
ისეთი პერსი თუ იქნება როგორიც ზემოთ მიწერია კი თანახმა ვარ ვიგაც შეეწიროს
სხვა თემაა რო ისეთი ვერ იქნება ჯერ.
0
№9
ავტორი: chudikone
11 აპრილი 2015 10:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერთი ფორვარდით არ უნდა თამაშობდეს იუნაიტედი, მაგრამ ვინც რუნის უნდა შეუწყვილდეს ამ ეტაპზე ვან პერსი ნამდვილად არაა. მატა ათიანზე უნდა იდგეს და ორი გამოკვეთილი ფორვარდით ვუტევდეთ. რუნი ფალკაო ან რუნი უილსონი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: RojoDiablo
11 აპრილი 2015 10:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
როცა ფორმას დაკარგავს ფეხბურთელი მის ჩანაცვლებას ყველა თანხმდება. მე მხოლოდ იმაზე გითხარი, რომ არ უნდა ამოიღოს ფებხურთელი, რომელიც ისედსაც კარგად თამაშობს და რატომ უნდა ჩასვას მის ნაცვლად ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ან იქნება ფორმაში და ან არა.

კიდევ ვარდოს ვეთანხმები. აი ერერა რატომ უნდა ამოიღოს და ჩასვას რუნი? რა მიზეზით?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top