"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა ვენსან კომპანიმ მყესის დაზიანების გამო შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართი მატჩი გამოტოვოს.
კომპანის მყესი ჯერ კიდევ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ მატჩის მიმდინარეობისას აწუხებდა, თუმცა ცვლილებაზე უარი განაცხადა. ამის გამო შესაძლოა იგი "ოლდ ტრაფორდზე" ვერ ვიხილოთ.
"კომპანი ითამაშებს თუ არა, ეს ხვალ გაირკვევა. რა თქმა უნდა მისი მოედანზე გამოსვლა კარგი იქნებოდა, თუმცა ჩვენ მისი შემცვლელები გვყავს."- განაცხადა პელეგრინიმ კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
ასევე ჩილელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მის გუნდს "იუნაიტედთან" მატჩში ორი თავდამსხმელი უილფრიდ ბონი და სტეფან იოვეტიჩი ვერ დაეხმარებოდა. კოტ დ'იუვარელს მუხლი აწუხებს, ხოლო მონტენეგროელს კუნთების ტრავმა აქვს.