"კანფეტები" იანუზაის შეძენას ისევ ეცდებიან.
"ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი შეთავაზებით კიდევ ერთხელ მიმართავს ადნან იანუზაის ტრანსფერის თაობაზე.
რობერტო მარტინესი ბელგიელის ნიჭის თაყვანისმცემელია და მისი გადაბირება იანვარშიც სურდა.
თუმცა "იუნაიტედმა" 20-წლის ფეხბურთელს კლუბის გამოცვლის საშუალება არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-სგან უკეთესი შეთავაზება მიიღო.
მას შემდეგ ადნანმა "ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და მოსალოდნელია, რომ ვან გაალი მას განშორდება.
იანუზაის 9 მარტს "არსენალთან" ინგლისის თასზე შეცვლაზე შესვლის შემდეგ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. მთელი სეზონის განმავლობაში კი მხოლოდ რვაჯერ გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში.
კლუბში მისმა მდგომარეობამ კი ნაკრებში მოპოვებული ადგილიც დაუკარგა, რადგან ბელგიის მთავარ მწვრთნელს თავის განკარგულებაში პრაქტიკამიღებული ფეხბურთელები სჭირდება.
სწორედ ამ შემთხვევით ისარგებლებს "ევერტონი" - იანუზაი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების საფრთხის წინაშე დგას და მის თავიდან ასარიდებლად მზად იქნება კლუბი გამოიცვალოს.
თუმცა "გუდისონ პარკის" მკვიდრთ პსჟ-სთან კონკურენციის გაწევა მოუწევთ.
წყარო:
M.E.N.