Sky Sports-ის ექსპერტმა პოლ მერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"თუ თქვენ ამ დერბიზე ექვსი კვირის წინ მკითხავდით ვიტყოდი, რომ "მანჩესტერ სიტი" გამარჯვებას ძალიან მარტივად მიაღწევდა. თუმცა ამჟამად ფავორიტი "იუნაიტედია". მათ შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს."
"უეინ რუნი თავდასხმაში შესანიშნავად გამოიყურება. ყველამ იცის, რომ ეს მისი საუკეთესო პოზიციაა, მაგრამ რატომ დასჭირდა ამის გასარკვევად ვან გაალს ამხელა დრო? არ ვფიქრობ, რომ ვან პერსი დაბრუნების შემდეგ ძირითადში ადგილს მოიპოვებს."
"ლუის გუნდს "სიტისგან" განსხვავებით თავდაჯერებულობა აქვს. ვფიქრობ, ანგარიში მასპინძლების სასარგებლოდ იქნება."-განაცხადა პოლმა.