Sky Sports-ის ექსპერტი ედ ჩამბერლინი მიიჩნევს, რომ მომდევნო დერბიში "იუნატედი" ფავორიტად ითვლება.
"მომდევნო მატჩში ფსონს "იუნაიტედის" გამარჯვებაზე ვდებ. ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან და 2013 წლის ნოემბრის შემდეგ "სიტის" სატურნირო ცხრილში პირველად გადაასწრეს. გუნდი საკუთარ კედლებში კარგად გამოიყურება და "ოლდ ტრაფორდზე" ისინი ქულებს ფაქტიურად არ კარგავენ."
"მანჩესტერ სიტი" კი საპირისპირო სიტუაციაშია. სერხიო აგუეროს ბოლო 6 მატჩში არ გაუტანია. ვინსენტ კომპანისათვის ეს კარგი დრო არ არის. იაია ტურემ "კრისტალ პალასთან" მატჩში მაღალ დონეზე მხოლოდ ბოლო 15 წუთი ითამაშა. თუ მათ "ოლდ ტრაფორდზე" წარმატების მიღწევა სურთ, მაშინ საუკეთესო ფეხბურთი მთელი მატჩის განმავლობაში უნდა აჩვენონ."- განაცხადა ჩამბერლინმა Sky Sports-ის ეთერში.