"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელით, სერ ალექს ფერგიუსონით აღფრთოვანებულია და ცდილობს მას დაემსგავსოს.
მოურინიო იხსენებს 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის მატჩს, რომელშიც მისმა "პორტუმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურნირს გამოთიშა.
კოშტინის მიერ შეხვედრის ბოლო წუთებზე გატანილ გოლს მოურინიოს ცნობილი აღნიშვნა მოჰყვა: ჟოზემ "ოლდ ტრაფორდის" გაზონზე მუხლებით გაიარა. თუმცა თავად პორტუგალიელი აცხადებს, იმ დღიდან სამახსოვროდ გამოჰყვა ფერგიუსონის ღირსება, რომელიც შოტლანდიელმა წაგების შემდეგაც კი შეინარჩუნა.
"როცა ამ დიდებული ადამიანის ორი მხარე დავინახე, ერთი მხრივ მეჩვენა ადამიანად, რომელიც არის მებრძოლი და სურს მოიგოს ყველაფერი, რაც საჭიროა. მაგრამ ის ჰგავდა პრინციპულ ადამიანსაც, რომელიც პატივს სცემს მოწინააღმდეგეს და სამართლიანად თამაშობს.
მაშინ მისი ორი მხარე ვნახე და ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემს კულტურაში, პორტუგალიურსა და ლათინურში, ეს მეორე მხარე ძლიერ გვაკლია. ფეხბურთს იმისთვის ვთამაშობთ, რომ მოვიგოთ და როცა ვერ ვიმარჯვებთ, ხშირად ეს მეორე მხარე არ ჩანს.
მაგრამ როცა "იუნაიტედი" დავამარცხეთ, დავინახე მწვრთნელის ის მშვენიერი მხარე, რომლის დემონსტრირებას თავადაც ვცდილობ. მე ხომ ვცდილობ." - განაცხადა მოურინიომ.